სამ დღიანი ტური სვანეთში <

ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID33391

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

მოგესალმებით:
∫ - გთავაზობთ სამ დღიან ულამაზეს და დაუვიწყარ ტურს სვანეთში <3
მოვინახულებთ:
ენგურჰესის წყალსაცავს, ენგურჰესის კაშხალს, ჩანჩქერს ენგურჰესის ხეობაში, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ხერგიანების მუზეუმს, მარგიანების მუზეუმს, მესტიის საკათედრო ტაძარს, მჟავე წყლებს, ღამის მესტიას, ჭალაადის მყინვარ წვერს, სიყვარულის კოშკს, სოფელ უშგულს, ლამარიას ტაძარს, სათხილამურო საბაგიროს მესტიაში (ჰაწვალის მთას).
დღე 1.
∫ - შეხვედრის დრო და ადგილი- 05:00 მეტრო მარჯანიშვილის მიმდ/ტერიტორია.
∫ - გავალთ: 05:30 ზე თბილისი - მესტია.
∫ - მოვინახულებთ:
∫ - ენგურჰესის წყალსაცავს.
∫ - ენგურჰესის კაშხალს
∫ - ჩანჩქერს ენგურჰესის ხეობაში
∫ - მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
∫ - ხერგიანების მუზეუმს.
∫ - მარგიანების მუზეუმს.
∫ - მესტიის საკათედრო ტაძარს.
∫ - მჟავე წყალს.
∫ - ღამის მესტიას.
დღე -2.
∫ - მესტია - უშგული - მესტია.
∫ - სოფელ იფართან სიყვარულის კოშკს.
∫ - კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარს.
∫ - სოფელ ჩაჟაშს.
∫ - სოფელ უშგულს.
∫ - უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
∫ - თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკებს.
∫ - ლამარიას ტაძარს.
დღე 3.
∫ - ჭალაადის მყინვარ წვერი 5კმ
∫ - სათხილამურო საბაგიროს მესტიაში (ჰაწვალის მთას).
∫ - ლატალი
∫ - ლატალის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია.
∫ - იონა წინასწარმეტყველის ეკლესია
∫ - მაცხოვრის ტაძარი (მაცხვარიში).
∫ - შეხვედრის დრო: 05:00 სთ / გასვლის დრო: 05:30 სთ:
∫ - შეხვედრის ადგილი მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია:
∫ - მგზავრობა: კომფორტული მიკროავტობუსით.
∫ - ტურის სირთულე: მარტივი
∫ - საკვები, რომელიც ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად <3
∫ - პიკნიკს კი ვაწყობთ ყველა ერთად <3
∫ - მუზეუმების საფასური.
∫ - ჰაწვალის (საბაგიროს საფასური).
∫ - ტრანსპორტირება
∫ - გამყოლი(გიდი)
∫ - ფოტო გადაღება
∫ - პირველადიდახმარება (საჭიროებისშემთხვევაში).
∫ - ჩაი, ყავა და ცხელი წყალი.
∫ - ორი ღამე საოჯახო ტიპის სასტუმროში.
გასათვალისწინებელი პირობები :
∫ - შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ!
∫ - აკრძალულია შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა
∫ - აკრძალულია ალკოჰოლის მიღება სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
∫ - არ ვეწევით ტრანსპორტში!
∫ - საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდაიმშემთხვევისა, თუვინმეშეუძლოდგახდა)!
∫ - არვყრით ნაგავს !
∫ - არ ვბილწსიტყავობთ !
∫ - აკრძალულია დაგეგმილი მარშრუტის საკუთარინება-სურვილით გადახვევა!
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ და თბილ გარემოს <3
∫ - აუცილებლად ვემორჩილებით ორგანიზატორს <3
∫ - ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად . -20*/* ის გარდა.
∫ - ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას!.
∫ - დავითი:
∫ - ვანო:
რეკვიზიტები:
ს ბანკი:
ანგარიშისნომერი:GEL
აპარატიდან გადახდის შემთცვევაში:
პირადინომერი: 40
მიმღები: დავითი კვიციანი
ბედნიერ დღეს გისურვებთ <3 <3 <3

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.