გომის მთა - ღრუბლებს ზემოთ ( - ივლისი)
ფოტო: Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
დაისვენე, განიტვირთე და დატკბი ულამაზესი ხედებით.
გასვლა თბილისიდან 06:30 საათი (ველოსიპედის ძეგლი, რედისონი)
შემოქმედის ტაძარი
13:00 საათისთვის ასვლა გომის მთაზე
გომის მთა - ულამაზესი ხედები და განტვირთვისთვის შესანიშნავი გარემო
საღამოს კოცონი და დაბინავება კარვებში
P.S. დღის განმავლობაში მოვინახულებთ კიდევ ერთ უმშვენიერეს ადგილს, რომელსაც სიურპიზად ვტოვებთ.
10:30 საათისთვის გამგზავრება და ჩასვლა შეკვეთილში სანაპიროზე. (თავისუფალი დრო 17:30 საათამდე)
17:30 საათისთვის გამომგზავრება თბილისისკენ.
(ველოსიპედის ძეგლთან დაბრუნების დრო: 23:30 საათი)
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
საძილე ინვენტარი - კარავი, საძილე ტომარა, პარალონი
კვალიფიციური გიდი
--------------------------------------------------------------------------------
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადმორიცხული თანხა ორი დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება, ტური რომ არ ჩაიშალოს.
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.