ოთხ - დღიანი V.I.P ტური სვანეთში (მესტია - უშგული - ლატალი)
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შენი საუკეთესო მეგზური სვანეთში
მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - მესტია - უშგული - თბილისი;
ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო, ჯიპ-ტური;
სატრანსპორტო საშუალება: მინივენი ან მიკრო ავტობუსი;
სასტუმრო მესტიაში ლინკი: სასტუმრო არის ორი და სამ ადგილიანი ინდივიდუალურისველი წერტილით.
კვება: ორჯერადი (გზის კვების გარდა);
განთავსება: საოჯახო ტიპის სასტუმრო;
ტურის ხანგძლიობა: 3 ღამე / 4 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 550 კმ.
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. თბილისი ვარდების მოედანი (ველოსიპეტის ძეგლთან). გასვლა 06:00 საათზე
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. გორი, მომსახურეობის საგენტოს მიმდებარე ტერიტორია.
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. რუსთავი (სასტუმრო რუსთავის მიმდებარე ტერიტორია)
ტურის დეტალური აღწერა:
პირველი დღე: თბილისი - ზუგდიდი - ენგურის წყალსაცავი - მესტია
პირველ დღეს ვნახავთ: დადიანების სახლ მუზეუმი, ენგურის კაშხალი, მესტია.
06:00 გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით;
13:00 დადიანების მუზეუმი ზუგდიდში.
14:00 სადილი ენგურის წყალსაცავზე საკუბდარეში სურვილისამებრ;
19:00 მესტია. დაბინავება სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.
მეორე დღე: მესტია - ჰაწვალი - მჟავე წყლები - ლენჯერი - ლატალი
მეორე დღეს ვნახავთ: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანის მუზეუმი, სათხილამურო საბაგირო მთა (ჰაწვალი), სოფრელი ლენჯერი, სოფელი ლატალი.
07:00 საუზმე სასტუმროში;
08:00 მესტიის კულტურილული ძეგლების დათვალიერება. ხერგიანების მუზეუმი, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმი.
12:00 საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე საიდანაც იშლება მწვერვალ "უშბას" ულამაზესი პანორამული ხედები;
14:00 სადილი მესტიაში სურვილისამებრ, მინერალური წყლების დაგემოვნება;
16:00 სოფელი ლენჯერი - ლენჯერის კულტურული ძეგლების დათვალიერება;
18:00 სოფელი ლატალი - ლატალის კულტურული ძეგლების მონახულება;
20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში;
მესამე დღე: მესტია - უშგული - მესტია
მესამე დღეს ვნახავთ: სიყვარულის კოშკი, უშგული, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თამარ მეფის ზამტრის და ზაფხულის კოშკები, ლამარიას ციხე კოშკი, სოფელი კალა.
07:00 საუზმე სასტუმროში;
08:00 გამგზავრება უშგულის მიმართულებით. გავჩერდებით მჟავე წყლებთან;
10:00 გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა;
12:00 უშგული (აქ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ). ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.
15:30 სადილი საველე პირობებში სურვილისამებრ (ლანჩი)
16:00 სოფელი კალა სადაც თუ საკმარისი დრო იქნა ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ის მხატვრობა).
20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში;
ფეხით სავალი მონაკვეთი: უშგულში 500 მეტრი.
მეოთხე დღე: მესტია - ზუგდიდი - თბილისი
08:00 საუზმე სასტუმროში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით;
13:00 ნავებით გასეირნება მარტვილის კანიონებში;
21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
· ტრანპორტირება კომფორტული MINIVAN და MERSEDES SPRINTER;
· ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 3 ღამე;
· ორჯერადი კვება (გზის კვებისა და სადილის გარდა);
· ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;
· ჰაწვალის საბაგიროთი ასასვლელი ბილეთი;
· მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები;
· ალკოჰოლური სასმელი.
. სადილი
· გზის კვება.
· პირადი მოთხოვნები.
facebook: Georgiaexpressandtours
MEIL: georgia.express.
TEL: () ( VIBER.--Whatsapp), ()
დამატებითი ინფორმაცია
§ ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
§ საოჯახო ტიპის სასტუმროებში ოთახებში განლაგება ხდება ორ და სამ ადგილიან ნომრებში. ერთადგილიანი ოთახის მოთხოვნის შემთხვევაში ტურისტი იხდის ორი კაცის საფასურს.
§ ჯიპის გარდა სხვა მანქანით უშგულში ასვლა შეუძლებელია გზების მდგომარეობიდან გამომდინარე.
§ ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
§ კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - სვანეთი - თბილისი 1200 კმ.
საჭირო ეკიპირება
§ მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
§ წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
§ წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
§ მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.
ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.