დღიანი ტური სვანეთში
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ულამაზეს ადგილებს და დავტკბებით დაუვიწყარი ხედებით
მოსანახულებელი ადგილები :
????ენგურის ულამაზესი ხედები
????მესტია
????ჰაწვალი
????ქორულდის ტბები
????უშგული
????შდუგრას ჩანჩქერი
????კვირიკე
???? სიყვარულის კოშკი
ტურის აღწერა:
პარასკევს დილის 5 საათზე დავიძვრებით სვანეთის მიმართულაბით, გზაში გვჭირდება ზუსტად 9 საათი ^_^ დაახლოებით 2-3 საათისთვის ვიქნებით სვანეთში და , მოვინახულებთ ჰაწვალს და საღამოს მესტიას , ჰაწვალიდან როდესაც დავბრუნდებით წავალთ ჩვენს საოჯახო სასტუმროში სადაც ცოტას დავისვენებთ, დავლაგდებით მივირთმევთ და საღამოს მესტიას მოვინახულებთ ამ ყველაფრის შემდეგ. მესტიაში შეგიძლიათ შეხვიდეთ, კაფეებში,რესტორნებში და თავისუფალი დრო გაატაროთ როგორც გნებავთ. მეორე დღეს დილით ყველანი წავალთ დელიკებით ქორულდის ტბებისკენ , გზა და გზა საოცარი და ულამაზესი ხედებით დავტკბებით გადავიღებთ ფოტოებს და დავბრუნდებით უკან რის შემდეგაც მოვინახულებთ მესტიის მუზეუმს. მესამე დღეს დილაადრიან დავიძვრებით უშგულისკენ მოვინახულებთ ლამარიას ეკლესიას, თამარის კოშკს , დავტკბებით შხარას სილამაზით , გადავიღებთ ძალიან მაგარ ფოტოებს და წამოვალთ უკან გზად მოვინახულებთ კვირიკეს სოცარ ტაძარს რომლის გზა საოცრად ლამაზია და სანახაობრივი.
მეოთხე დღეს მოვინახულებთ შდუგრას ჩანჩქერს სადაც ფეხით გვექნება სასიარულოო და გზად დაუვიწყარიი ბუნება შეგვხვდება საღამოს გავჩერდებით მესტიაში გექნებატ თავისუფალი დრო და როგორც გნებავთ ისე გაატარებთ
მეხუთე დღესავალთ თეთნულდზე და შემდეგ წამოვალთ თბილისისკენ უამრავი დადებითი ემოციებით აღსავსენი :დ
დამატებითი ხარჯები რისთვისაც ფული დაგჭირდებათ:
>დელიკების დასაქირავებლად,ქორულდიზე ასასვლელად.(ზუსტად დავწერთ დელიკების ფასს)
>მუზეუმსში შესასვლელი თანხა-
>კვების თანხა რომელსაც ერთად შევკრებთ ყველა- დაახლოებით-40- , რადგან სვანეთში კვება ყველაზე ძვირი ჯდება თუ აქედან არ წვაიღებთ საჭმელებს ^^
> დამატებითი ხარჯები თუ მოგინდებათ, რესტორანში ან კაფეში შესვლაა თქვენზეა დამოკიდბეული ^_^
ფასი მოიცავს:
ტრანსპორტირებას
ფოტოგრაფს
გუესთ ჰაუსში დაბინავებას
გიდის მომსახურებას
????ძირითადი საკითხები:
????გასავლელი მანძილი ფეხით დღეში6-7 კმ ჯამში.
ტურის სირთულე:მარტივი
გავდივართ: დილის 5:00 საათზე
ვიცვავთ კომფორტულად, სპორტულად
მოგვაქვს საკუთარი თეთრეული , მეტად ჰიგიენურიაა .
‼ქცევის ნორმები.
ადამიანი რომელიც მოდის ტურზე უნდა იაზრებდეს რომ ეს არის ხალხმრავალი გასვლა და აქ არ არსებობს მე ეს მინდა მე ის მინდა, ამიტომ მუსიკას ჩაუწიეთ, აქ გამიჩერეთ, მე ამ მარშუტკაში მირჩევნია, ეს რა სმიღერებია, მე დავისვენებ და მოგყვებით უკან, სურათებს გადავიღებ და წამოვალ , მე მინდა და გზაში სასმელს დავლევ და კიდევს ხვა უამრავი საკითხებიიი დაივიწყეთ.. აქ მოდიხართ გასართობად და განსხვავებულ გარემოში მოსახვედრად ასევე ულამაზესი ადგილების დასათვალიერებლად ამიტომ ეცადეთ რომ ყველამ აკონტროლოთ თავები
????ყველაფრისთვის გვექნება დრო, ფოტოებსაც გადავიღებთ საღამოს ცოტა სასმელსაც დავლევთ, გავერთობით კიდევაც და ერთმანეთსაც შევიყვარებთ
-
????სიაში მოსახვედრად აუცილებელია წინასწარ ბეს სახით დარიცხოთ თანხა
ბე დარიცხვის შემდეგ უკან არ ბრუნდება რადგან ტურის ჩაშლის საშიშროება არ დადგეს :)
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ ან დარეკეთ
ანა
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.