კვირიკობის დღესასწაული სვანეთში - ივლისი

ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID32797

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

მარშრუტი: თბილისი -ენგურის ხეობა-ენგურის გადასახედი- მესტია-ჰაწვალი - უშგული- მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი),ქორულდის ულამაზესი ტბები.ზუგდიდი თბილისი.

მანძილი: ერთი მიმართულებით 500 კმ.

შეხვდით სვანეთის უდიდეს დღესასწაულს-კვირიკობას სოფ.კალა-ში და დაესწარი ულამაზეს ზეიმს

1 პერსონა საუზმით(2 საუზმე)–

1 პერსონა 2-ჯერადი კვებით --

ტურისსახეობა: სათავგადასავლო შემეცნებითი.

ტურის დეტალური აღწერა:

ვნახავთ: სოფ. კალას (ადგილი სადაც იმართება სვანეთის ყველაზე დიდი დღესასწაული, ლაგურკის ანუ წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი)სიყვარულის კოშკს, უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლამარიას (ღვთისმშობლის სახელობის) ეკლესიას,
08:00 დაბინავება საოჯახო სასტუმროში

10:00 გამგზავრება უშგულის მიმართულებით.

12:00 სოფელი კალა სადაც ვნახავთ და დავესწრებით კვირიკობის ულამაზეს დღესასწაულს. (ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას ,XII ს - ის მხატვრობა).

14:30 .გავემგზავრებით უშგულის მიმართულებით

16:00 უშგული, ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.ვნახავთ ,,ლამარია’-ს ღვთისმშობლის ეკლესიას.ასევე გექნებათ შესაძლებლობა ისადილოთ და დააგემოვნოთ კუბდარი.

18:00 გავემგზავრებით მესტიისკენ, გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა და სუათების გადაღება;

20:00 ვახშამი და ღამისთევა საოჯახო სასტუმროში, მესტიაში

08:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში ,თავისუფალი დრო.

09:00 სურვილის შემთხვევაში დელიკებით გავემგზავრებით ულამაზესი მყინვარის და ჭალაადის ყინულვარდნილის მოსანახულებლად. სალაშქრო მანძილი 5კმ ორი გზა.დამატებით გადავიხდით დელიკას მომსახურებაში.

12 :30 მესტია-მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს .შემდეგ კი გავემგზავრებით ჰაწვალის მთის მიმართულებით (სამთო-სათხილამურო ტრასა).გავისეირნებთ საბაგიროთი საიდანაც იშლება მწვერვალ ,,უშბას’’და ,,თეთნულდის“ულამაზესი პანორამული ხედები.

უშბისა და თეთნულდის ხედების ფონზე შეგეძლებათ ულამაზესი ფოტოების გადაღება და ასევე შეგიძლიათ ისადილოთ.

18:00 ჩამოვალთ მესტიაში და დავათვალიერებთ სვანურ კოშკებს ,ვესტუმრებით მესტიის ცნობილ მარგიანების მუზეუმს,სადაც ადგილობრივი გიდი დეტალურად გაგვაცნობს: სვანეთის ისტორიასა და კოშკის დანიშნულებას. დაბინავებასაოჯახო სასტუმროში

ვახშამი.

08:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში.

09:00 სურვილის შემთხვევაში დელიკებით გავემგზავრებით ულამაზესი ქორულდის ტბების მოსანახულებლად,დამატებით დელიკას მომსახურებაში გადავიხდით დაახლოებით -ჯგუფის რაოდენობიდან გამომდინარე

11:00 გავემგზავრებით თბილისის მიმართულებით. გზად სოფელ ლატალში-მოვინახლებთ მაცხვარიშისა და იენაშის უძველეს ტაძრებს. შემდეგ მოვინახულებთ ულამაზესი ენგურის გადასახედს

15:30 ტური ,, ზუგდიდში“ (დადიანების სასახლე)

16:30 გავემგზავრებით თბილისში

23:00 თბილისი. სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებული დროის შემდეგ დიდი შთაბეჭდილებებითა ერთმანეთთან დამეგობრების შემდეგ დავემშვიდობებით ერთმანეთს

სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკრო ავტობუსი (თბილისი-მესტია-მესტია)

საოჯახო სასტუმროში განთავსება კვებით ან კვების გარეშე სურვილის მიხედვით ფასიდან გამომდინარე.

გიდის,გამყოლის მომსახურება,

ფოტო გადაღება.

საბაგიროთი გასეირნება დამატებით

მუზეუმში შესვლის საფასურები

გზის კვება.

T. ; ; ;
Facebook:
Skype: diamondgeorgia5

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.