ორ დღიანი ტური რაჭა-ლეჩხუმში

ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასამცხე-ჯავახეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID32736

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

• ორ დღიანი ტური რაჭა-ლეჩხუმში:

იჩქარეთ მერე გვიან იქნება:

,,GEORGIA.EXPESS AND TRAVEL"-კომპანია არ გპირდებათ ოქროს კოშკებს ჩვენ გპირდებით და ვასრულებთ რეალურ კომფორტულ ტურებს.

გთავაზობთ 2 დღიან რაჭას.

– საოჯახო სასტუმრო;

– 1-ჯერადი კვება;

– გიდის მომსახურება;

– ფოტოსესია.

ტურის განრიგი:

I დღე

– ნიკორწმინდის ტაძარი

– საყინულეს გამოქვაბული

– ხოტევი (ეკლესია და ციხე)

– ბარაკონი

– მრავალძალი

– ვახშამი და განთავსება საოჯახო სასტუმროში

II დღე

– საუზმე სასტუმროში

– ონის ებრაელთა სინაგოგა

– უწერის ეკლესია (მჟავე წყლები)

– გლოლის ციხე (სადილი კუროტ შოვში)

– კურორტ შოვის დათვალიერება (მჟავე წყლები)

– თბილისში დაბრუნება

• ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 7 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.

სხვა ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ტური შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. თბილისი ვარდების მოედანი (ველოსიპეტის ძეგლთან).

-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. გორი, მომსახურეობის საგენტოს მიმდებარე ტერიტორია.

-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. რუსთავი, სასტუმრო ,,რუსთავის'' მიმდებარე ტერიტორია.

• ყურადღება ჩვენი კომპანიით მოგაზური პირები არ ათევენ ღამეს ტრანსპორტში:

➡ შენიშვნა: ეტაპობრივი დაფარვა გულისხმობს:ტურის დაწყებამდე საფასურის ეტაპობრივად გადახდას.რაც გაცილებით ადვილია,ვიდრე ერთიანად ჩარიცხვა.ყოველი შეტანის შემდეგ უნდა გვაცნობოთ სახელი გვარი და თანხის ოდენობა.იმ შემთხვევაში თუ ტური ჩაიშალა და არ შედგება თქვენს მიერ ჩარიცხული თანხა სრულად დაგიბრუნდებათ უკან.თუ თქვენი მიზეზით ვერ ახერხებთ ტურში წამოსვლას თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.ჩარიცხული თანხით თქვენ ჯავშნით ადგილს ტურზე.

- გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში!.
არ ვსვამთ ალკოოლურ სასმელს სიარულისას! (პიკნიკის დროს კი ბატონო, ოღონდ ზომიერად)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
არ ვბილწსიტყვაობთ!!!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად!!

• ტური იქნება როგორც ყოველთვის, არა მარტო საინტერესო, არამდე სახალისო და გასართობი ხასიათისაც.

გარდა იმისა რომ, გაიცნობთ ახალ ადამიანებს და დიდი ალბათობით დამეგობრდებით თითოეულ მათგანთან, კიდევ ერთ ულამაზეს მხარეში დატოვებთ თქვენს კვალს. ბოლოს და ბოლოს შეცვლით თქვენს ქავერის ფოტოს და ფეისბუკის "Places" დაამატებთ კიდევ ერთ ლამაზ წერტილს :დდდ
დამიჯერე, მაცდური წინადადებაა ;)

• შეთავაზების შეუფერხებლად მისაღებად შეძენამდე დარეკეთ:

MEIL: georgia.express.

TEL: () ( VIBER.--Whatsapp), ()

სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.

როდის წავიდეთ

ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.

რა ვნახოთ

  • ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
  • რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
  • ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
  • ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
  • საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
  • ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.

სამცხე-ჯავახეთი: გზამკვლევი
სამცხე-ჯავახეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ვარძიის ნახვა ერთ დღეში თბილისიდან?
შეიძლება, მაგრამ გზაში 8 საათამდე გაატარებთ. სჯობს ორი დღე: ერთი ღამე ახალციხეში ან ბორჯომში, გზად კი რაბათი, საფარა და ხერთვისი.
როდის იწყება სეზონი ბაკურიანში?
თოვლის მიხედვით, ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოს, და მარტამდე გრძელდება. დიდი და დიდველის ფერდობები დამწყებთათვისაც და გამოცდილი მოთხილამურეებისთვისაც გამოდგება.
რა არის „კუკუშკა“?
ძველი ვიწროლიანდაგიანი მატარებელი ბორჯომიდან ბაკურიანამდე, ტყით და ხიდებით. მგზავრობა დაახლოებით 2,5 საათია — ნელია, მაგრამ ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
რამდენი დღე სჭირდება რეგიონს?
ბორჯომი, რაბათი და ვარძია 2 დღეში ჯდება. ჯავახეთის ტბებისა და ბაკურიანის დასამატებლად 3–4 დღე დაგჭირდებათ.
ბავშვებთან ერთად სად წავიდეთ?
ბორჯომის პარკი საბაგიროთი, „კუკუშკა“, ბაკურიანის ფერდობები და რაბათი ბავშვებისთვის კარგი არჩევანია. ვარძიაში ბევრი კიბე და ვიწრო გვირაბია — პატარებთან ფრთხილად.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.