თბილისი - კახეთი - გორი - სამცხეჯავახეთი - ქუთაისი - სამეგრელო - სვანეთი - აჭარა
ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
თბილისი - კახეთი - გორი - სამცხეჯავახეთი - ქუთაისი - სამეგრელო - სვანეთი - აჭარა:
07:00 საათზე ქ. თბილისი ვარდების მოედანი (ველოსიპედის ძეგლთან).
· თბილისიდან გამგზავრება კახეთის მიმართულებით 07:30 საათზე:
1- დღე: გაგრძელება კახეთის ტური.
• 09:00 ახალი და ძველი შუამთის მონახულება
• 10:00 თელავის ციხე სიმაგრე, თელავის ქალაქის პანორამა.
• 13:30 მეღვინეობა ყვარელში - ტური და დეგუსტაცია.
• 14:00 გრემის ისტორიული კომპლექსი.
• 15:00 ილიას ტბა.
• 17:30 ალავერდის მონასტრის მონახულება.
• 19:30 • განთავსება ყვარლის სასტუმროში. მასტერკლასი მწვადი ვაზის. ქართული სუფრა (ჩათვლით).
• 22:00 ყვარელში საღამოს სეირნობა.
2 - დღე: ტური ღვინის ზღვარზე კახეთში.
• 09:00 ყვარლის სასტუმროდან გამოსახლება და გამგზავრება სიღნაღისკენ:
• 10:00 სიღნაღის:
• 10:30 ქალაქის ტური.
• ფეხით ციხის კედლებს, ნაშთები დიდებული უდიდებულესობა სამთავრო.
• აღფრთოვანებული რაოდენობა ალაზნის ველის და სასმელი ყავა, ჩაი. სადილი
• 12:00 ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი.
• 12:30 გამგზავრება თბილისისკენ;
თბილისში დაბრუნება და ს დასავლეთით გზის გაგრძელება:
გზად შევივლით გორში და მოვინახულებთ:
• 14:00 სტალინის სახლ მუზეუმს (სურვილისამებრ, ბილეთები არ შედის).
• 14:30 გორის ჯვარი საიდანაც უნიკალური ხედები იშლება:
• 15:00 კომპლექსი უფლისციხე (ბილეთები არ შედის).
• 15:30 უფლისციხის მონახულების შემდეგ ვაგრძელებთ გზას სამცხე-ჯავახეთისკენ:
• 18:30 ბორჯომის პარკის მონახულება.
• 20:00 ასპინძის სასტუმროში განთავსება.
• 20:30 ვახშამი სურვილისამებრ:
• 20:00 თავისუფალი დრო:
3 - დღე: ტური სამცხე-ჯავახეთში.
• 10:00 გამგზავრება ვარძიის მონასტრისკენ:
• 10:40 ხერთვისის მონასტრის მონახულება:
• 11:30 აწყურის ციხის მონახულება:
• 12:50 ასპინძის სასტუმროს დატოვება:
• 13:30 რაბათის ციხის მონახულება:
• 15:00 მწვანე მონასტრის მონახულება:
• 15:40 გამგზავრება ქუთაისისკენ:
4 - დღე: გაგრძელება იმერეთის ტური:
• 18:00 გელათის მონასტრის მონახულება:
• 19:00 ქუთაისის სასტუმროში განთავსება:
• 19:30 ვახშამი იმერულად ქუთაისის რესტორანში(სურვილისამებრ).
• 20:30 თავისუფალი დრო (დასვენება და მომზადება შემდგი დღისთვის).
• 09:00 ქუთაისში. საუზმე.
• 09:30 მოწამეთას მამატა მონასტერი;
• 10:40 ბაგრატის ტაძარი;
• 12:20 ქუთაისის სასტუმროდან გამოსახლება და გამგზავრება ზუგდიდის მიმართულებით:
• 13:30 სათაფლიას (გზად მოვინახულებთ):
• 17:00 დადიანების რეზიდენცის მონახულება:
• 18:00 გამგზავრება მესტიის მიმართულებით:
5 - დღე: გაგრძელება სვანეთის ტური:
• 14:00 მოვინახულებთ ენგურის წყალსაცავს:
• 15:00 გავაგრძელებთ გზას მესტისკენ:
• 18:00 მესტიაში ასვლა და სასტუმროში განთავსება:
• 19:00 სვანური კუბდარის დაგემოვნება და ვახშამი(სურვილისამებრ):
• 20:00 მესტიაში გასეირნება(თავისუფალი დრო):
6 - დღე: გაგრძელება აჭარის ტური:
• 09:00 მესტიაში საუზმე:
• 10:00 მესტიის ეროვნული მუზეუმის მონახულება:
• 10:30 მიხეილ ხერგიანის სახელ-მუზეუმი:
• 11:00 ლაღმის მაცხოვრის ტაძარი:
• 11:30 ბეთქელი:
• 12:00 სიყვარულის კოშკი:
• 12:30 მჟავე წყლები:
• 13:00 ლატალის იოანე წინასწარ მეტყველის ეკლესის მონახულება:
• 14:00 კურორტი ჰაწვალის მონახულება (ამინდიდან გამომდინარე):
• 15:00 სადილი და შემდეგ მესტიის სასტუროს დატოვება:
• 16:00 გამგზავრება აჭარისკენ:
• 21:00 აჭარაში ჩასვლა და სასტუმროში განთავსება:
7 - დღე: გაგრძელება აჭარის ტური:
• 09:00 საუზმე ბათუმში:
• 10:00 მწვანე კონცხის მონახულება:
• 11:30 ბოტანიკური ბაღის მონახულება:
• 12:30 გონიოს ციხის მონახულება:
• 14:00 ქობულეთში პეტრას ციხის მონახულება (თუ დაგვრჩა დრო):
• 16:00 ბათუმის ბულვარში გასეირნება და აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნება:
• 23:00 თბილისში ჩამოსვლა ტურის დამთავრება:
საჭირო ეკიპირება !
§ მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
§ წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
§ წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
§ მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ: რომ მანქანაში სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლური სასმელების მიღება აკრძალულია.
ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ !
1) ალკოჰოლური სასმელები:
2) სიგარეტი:
3) პირადი მოთხოვნები:
4) მუზეუმების და პარკების გადასახადი:
ელ-ფოსტა: georgia.express.
მობილური: () (Viber.--- Whatsapp) ან ()
თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ
თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.
რა ვნახოთ
- ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
- ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
- მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
- რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
- სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
- მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას
როგორ მივიდეთ
ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.