გომის მთა კარავი,კოცონი,ფეიერვერკი,კვება გართობა
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
საკონტაქტო ნომრები:
მიშო
რეზი
შეკრების ადგილები და გასვლის დროები:
ქ.რუსთავი შარტავა მადაგონის ტერიტორია 05.00 სთ
ქ.თბილისი სპორტის სასახლე(სპარის წინ) 06.00 სთ
ზარმაცებისათვის! ესაა გასვლის დროები და არა შეკრების ასე რომ გაითვალისწინეთ ;) დამგვიანებლბებს ველოდებით 15-20 წუთი თუ გაგვაფრთხილებს რომ აგვიანდება!
ქ.თბილისი სპორტის სასახლე(სპარის წინ)
ქ.რუსთავი შარტავა მადაგონის ტერიტორია
მოსანახულებელი ადგილები:
ღრუბლებს ზემოთ მდებარე გომის მთა
მგზავრობა
კვება(ჩასვლისას წახემსება და საღამოს იუბილისადმი მიძღვნილი ვახშამი)
აღჭურვილობა ვისაც არ გაქვთ მათთვის(კარავი,საძილე,საგები)
უამრავი ფოტო და ვიდეო
გამოცდილი მოლაშქრე გამყოლები
ულამაზესი ბუნება და დაუვიწყარი მოგონებები ( 22-ში ღამის 12 საათზე ანუ როდესაც დადგება 23 ესიგი ჩვენი იუბილე გავუშვებთ ფრანებს და იქნება ფეიერვერკი მოკლედ ულამაზესი სანახაობა გელით წინ )
ფეხით გასავლელი მანძილი:
0 კილომეტრი
(დეტალურად მიჰყევით თანხის ჩარიცხვის ინსტურქციას აუცილებლად გაგვაგებინეთ პირადში ან საკონტაქტო ნომრებზე რადგან არ მოჰყვეს გაურკვევლობა...ინსტრუქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას და თანხა უკან არ დაბდუნდება!)
ტურამდე 3 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში თანხა უკან არ დაბრუნდება ლაშქრობის ჩაშლის თავიდან აცილების გამო!
გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში!.
არ ვსვამთ ალკოოლურ სასმელს სიარულისას! (პიკნიკის დროს კი ბატონო, ოღონდ ზომიერად)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
არ ვბილწსიტყვაობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად!
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მონაწილის წინაშე
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.