გრემი, ნეკრესი, ილიას ტბა, ლოპოტას ტბა, ალავერდი, წინანდალი...
ფოტო: George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოგესალმებით!
გთავაზობთ დაუვიწყარ ტურებს ს სხვადასხვა კუთხეში. დაგვიკვეთეთ მიკროავტობუსი თქვენთვის სასურველ დროს და სასურველი მიმართულებით. თქვენ შეარჩიეთ პროგრამა და მიმართულება, დაგეხმარებით იდეალური პროგრამის შედგენაში ! ვემსახურებით როგორც ჩვენს თანამემამულეებს, ასევე უცხოელ ტურისტებს, სასტუმროს და ბიზნეს ჯგუფებს !
უცხოელ ტურისტებს სთავაზობს ბინით უზრუნველყოფას ქალაქ თბილისში. ბინა მდებარეობს ლილოს დასახლებაში,აეროპორტთან ახლოს. ბინა არის სამოთახიანი(ორი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო, აბაზანა). ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით ( მაცივარი,სარეცხი მანქანა, გაზქურა, ტელევიზორი, wi-fi, და ა.შ)
ტურის ფარგლებში თქვენი სურვილისამბერ მოგემსახურებიან ინგლისურენოვანი,რუსულენოვანი,ფრანგულენოვანი კვალიფიციური გიდები. გარდა ამისა ავტომანქანით მოგემსახურებიან გამოცდილი მძღოლები, რომლებიც შეასრულებენ თქვენს დაკვეთებს თქვენთვის სასურველ დროს და სასურველი მიმართულებით. შემოგთავაზებენ იდეალურ პროგრამას. კომპანიას გააჩნია ლეგენდარული Mercedes-Benz მარკის თითქმის ყველა მოდელის ავტომანქანა, რომელიც ასევე აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. (მაცივარი,მონიტროი,ტელევიზორი, ყავის მადუღარა, ორი კონდინციონერი და სხვ.)
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.