სამდღიანი ტური სვანეთში
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოსანახულებელი ადგილები:
I დღე:
* მესტია
* მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
* მესტიის ტაძარი
* ხერგიანების მუზეომი
* მარგიანების მუზეომი
I I დღე:
* უშგული
* სვანური კოშკები
* უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
* თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკებს
* კვირიკე
* ლამარიას ტაძარი
* სიყვარულის კოშკი
* ჯიპტური შხარაზე
* ენგურის სათავე
I I I დღე:
* ჰაწვალი (საბაგიროთი ასვლა)
* ლატალის ივანე წინასწარმეტყველის ეკლესია
* დადიანების სასახლე
* ფოცხოს ჩანჩქერი
* ენგურის ხეობა
* ენგურის კაშხალი
* ენგურ ჰესისიდან ულამაზესი პანორამა
* საოჯახო სასტუმროში განთავსება 2 ღამე (მესტიაში)
* მგზავრობა მიკროავტობუსით
* გამყოლი
* ფოტო-ვიდეო გადაღება
* გიდის მომსახურება
* შესვლის საფასურები
* კვება
ღირსშესანიშნაობები:
ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და შესანიშნავი ქართველი მხატვრის თევდორეს მიერ, რომელიც XI-XII სს-ის მიჯნაზე დემეტრე მეფის კარზე მოღვაწეობდა.
ეკლესიის დასავლეთ კედელზე წარმოდგენილია ოთხი ფიგურა, რომლებიც სიმეტრიულადაა განლაგებული სარკმლისა და კარის ორივე მხარეს: ზემოთ წმიდა კვირიკე და წმიდა ივლიტა, ხოლო ქვემოთ წმიდა ბარბარე და წმიდა ეკატერინა. ტაძრის საკურთხევლის კანკელზე, მის ზედა ნაწილში, მოცემულია წელსზევითი გამოსახულებები შემდეგი თანმიმდევრობით მარცხნიდან მარჯვნივ – წმიდა სტეფანე, წმიდა კვირიკე, შემდეგ აღსავლის კარები და შემდეგ წმიდა ივლიტა და წმიდა ქრისტინა.
სვანეთი ულამაზესი მხარეა არამარტო ში, არამედ მთელ კავკასიაში. საოცარია აქური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მწვერვალები, შუასაუკუნეების კოშკები, რომლებიც ამაყად გადაჰყურებენ ულამაზეს ხეობებს. სვანეთი არა მხოლოდ სილამაზით გამოირჩევა, იგი უძველესი კულტურის კერაცაა. განსაკუთრებით გამოირჩევა სალოცავბისა და ეკლესიების სიმრავლით.
სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად–ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს.
სვანეთის ყველაზე დიდი განძი უძველესი კოშკებია. მათ მრავალ საუკუნეს გაუძლეს და დღესაც ამაყად დგანან. როგორც ისტორია გვამცნობს სვანები კოშკებს ორი მიზნით აშენებდნენ. საცხოვრებლად და ომის დროს თავდასაცავად. ასევე არსებობს ერთი, ყველასგან გამორჩეული კოშკი, რომელსაც "სიყვარულის კოშკს" უწოდებენ. იგი გამოიჩევა სიმაღლით და ასევე სიძველითაც.
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.