შუა მთა,თელავი,წინანდალი,გრემი,ალავერდი
ფოტო: Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
,,დაათვალიერე " გთავაზობთ 1 დღიან ტურს წინანდალში
შეკრების ადგილები:
ქ.რუსთავი შარტავა მადაგონის ტერიტორია 5.00 სთ
ქ.თბილისი სპორტის სასახლე(სპარის წინ) 6.00 სთ
ქ.თბილისი სპორტის სასახლე(სპარის წინ)
ქ.რუსთავი შარტავა მადაგონის ტერიტორია
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
1)შუა მთა
2)თელავი
3)წინანდალი
4)გრემი
5)ალავერდი
ტურის ღიერებულება
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი
ფოტოგრაფი
ტურამდე 2 დღით ადრე თანხის უკან დაბრუნება არ მოხდება,ტურის ჩაშლის თავიდან აცილების გამო
საკონტაქტო ნომრები:
მიშო
გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში!.
არ ვსვამთ ალკოოლურ სასმელს სიარულისას! (პიკნიკის დროს კი ბატონო, ოღონდ ზომიერად)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
არ ვბილწსიტყვაობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად!
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მონაწილის წინაშე!
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.