national delicacy

სამღიანი ტური სვანეთში

  • ID: 31593
  • ნახვები: 5894
complogo
საფერავი ტური
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/06/17
    დაბრუნება
    • 11/06/17
დამატებითი ინფორმაცია

სამღიანი ტური სვანეთში
მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - მესტია - უშგული - თბილისი;
ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო;
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკრო-ავტობუსი;
განთავსება: საოჯახო სასტუმრო;
ტურის ხანგძლიობა: 2 ღამე / 3 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 540 კმ.
ტურის დეტალური აღწერა:
პირველი დღე: თბილისი - ენგურის წყალსაცავი - ბეჩო-უშბა-ლატალი - მესტია
პირველ დღეს ვნახავთ: მაცხოვრისა და მთავარანგელოზის ტაძრები სოფ. ლატალში, მესტია.
07:00 გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით;
14:00 სადილი ენგურის წყალსაცავზე;
16:00 სოფელი ბეჩო,უშბის ძირას მისვლა (ასევე შესაძლებელია უშბის ჩანჩქერზე ცხენებით ასვლა.
19:00 სოფელი ლატალი
20:00 მესტია. დაბინავება სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.
მეორე დღე: მესტია - უშგული - მესტია
მეორე დღეს ვნახავთ: სიყვარულის კოშკი, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები, ლამარიას ციხე-კოშკი.
07:00 საუზმე;
08:00 გამგზავრება უშგულის მიმართულებით;
10:00 გზად სოფელ იფართან შეგვხვდება ე.წ. ქვაზე აშენებული სიყვარულის კოშკი;
12:00 უშგული (აქ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ცხენების ქირაობა 40 ლარად).
16:00 სოფელი კალა სადაც თუ საკმარისი დრო იქნა ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ის მხატვრობა).
19:00 დაბრუნება მესტიაში.
ფეხით სავალი მონაკვეთი: უშგულში 500 მეტრი.
მესამე დღე: მესტია - ჰაწვალი - თბილისი
მესამე დღეს ვნახავთ: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანების მუზეუმი, სათხილამურო საბაგირო მესტიაში (ჰაწვალის მთა).
08:00 მესტიის ტურის განმავლობაში ვნახავთ ხერგიანების მუზეუმს, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მაცხოვრის ორსართულიან ტაძარს.
12:00 საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე საიდანაც იშლება მწვერვალ "უშბას" ულამაზესი პანორამული ხედები;
15:00 სადილი მესტიაში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით;
22:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
გასვლა: 9 ივნისს
ფასი: 125 ლარი
ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით 
ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 2 ღამე;
პროფესიონალი გამყოლის მომსახურეობა;
ფასში არშედის:
მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები; (უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი 3 ლარი,მესტიის მუზეუმი 5 ლარი)
ჰაწვალის საბაგიროთი ასასვლელი ბილეთი; (5 ლარი)
კვებას ვაგვარებთ ადგილზე თქვენი სურვილისამებრ .
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით
მის:წერეთლის გამზ. N1 Tel:2 30 66 20 
Mob: 592-34-15-15;
Email:info@saperavitour.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე125.00
საფერავი ტური
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/06/17
    დაბრუნება
    • 11/06/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა