მხიარული დაშბაშის კანიონი
ფოტო: Diaoha · CC BY-SA 3.0; Alexkom000 · CC BY 4.0; Daviti Zhorzholiani · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
Do The Hop In Nature…. აქ ოფიციალური რაღაც ტექსტია ხოლმე და მოკლედ რომ ვთქვათ მარტო კაი ტიპები, ვისაც უყვარს გართობა, არ დადის ქუსლიანი ფეხსაცმელებით მთა-ბარში და ბლა ბლა ბლა ყველას მოგესალმებით ჩვენს ტურზე
ტურის ხანგძლივობა 1 დღე ⌛
დასა-Check-ინებელი ადგილები
უძოს მამათა მონასტერი
მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ულამაზესი დაშბაშის კანიონი (იიიი ჩავქრე მე)
სირთულე - მარტივი
გასავლელი მანძილი: 4 კმ
გასვლის დრო: 7:00 სთ
შეკრების ადგილი: რედისონთან „ველოსაპედი“ რომ არის იქ.
იმისთვის რომ არ აგვერიოთ სხვებში, ადექით და ველოსიპედს ჩაეხუტეთ
ზარმაცებს და მძინარებს ველოდებით 15 წუთი. ⌚ შემდეგ კი გავემართებით ჩვენს გზაზე.
თბილისში ვიქნებით დაახლოებით საღამოს 23:00-23:59 სთ-ზე
ჩვენი რეკვიზიტები
1) TBC Pay-ით გადახდის შემთხვევაში
პირადი ნომერი: 47
2) ანგარიშიდან გადმორიცხვის შემთხვევაში TBC - ბანკის ანგარიშზე.
ჩარიცხვამდე აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ზარით ან SMS-ით და ჩაგვაწერინოთ თქვენი სახელი და გვარი გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად.
თანხა მოიცავს:
შებერტყილ გამყოლებს, (ხან ერთია სერიოზული, ხან მეორე. რას გაუგებ).
ფოტოაპარატს (შორიდან დაგანახებთ ^_^ )
მწვადებს. დანარჩენი საჭმელი თქვენზეა ინდივიდუალურად ^_^
რეკომენდაცია:
ჩაიცვით მაღალი ქუსლები დაღმართზე ჩამოსვლისას დაამუხრუჭებთ ხოლმე. წამოიღეთ გამოსაცვლელი თუ წყალში ჩახტომას ან ჩავარდნას აპირებ ^_^ ანდაც თუ "ბოროტი" მეგობარი მიგყავს.
მგზავრობის დროს არ ვეწევით და არ მივირთმევთ ალკოჰოლურ სასმელებს.
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილას ნასვამ/გადამთვრალ/გადმომთვრალ/ნაბახუსევ მდგომარეობაში.
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულის დროს ან მარშრუტში.
არავითარ შემთხვევაში არ ვყრით ნაგავს. დაგინებულია ამაზე.
არ ვუხვევთ მარშრუტს საკუთარი ნებასურვილით!
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად. ხდება გამონაკლისები, თუ ვინმე გზაში ძირს დაეცემა და ფართხალს დაიწყებს ნუ მსგავსს სულ აღარ სჭირდება კვება და ჩვენ მეტი დაგვრჩება. :)
არავითარ შემთხვევაში არ ვარღვევთ ზემოთ მოხსენებულს წინააღმდეგ შემთხვევაში უჩვენოდ მოგიწევთ გზის გაგძელება.
ვიყოთ ერთად და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ამ დღისგან.
Bonus Challenge - ვინც მოახერხებს და დაიკარგება შემდეგ ტურზე მიიღებს ბონუსს. ორმაგ გადასახადს ^_^
ქვემო ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ
ქვემო ქართლში ტური ჩვეულებრივ ერთდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და მარშრუტი დმანისი–ბოლნისი ან წალკა–დაშბაში; სურვილის შემთხვევაში ღამისთევას მანგლისში ან წალკაში დავამატებთ. თარიღი შეგვატყობინეთ და ჯგუფს ან ინდივიდუალურ გასვლას მოვაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დაბლობში 20–26°, წალკისა და დმანისის ზეგანზე უფრო გრილა.
ივლისი–აგვისტოში მარნეულისა და ბოლნისის ველზე 33–35°-ია, ამიტომ სჯობს წალკის ზეგანი (1500 მ-მდე) და ალგეთის ტყეები — იქ ზაფხულშიც გრილა.
ზამთარში წალკასა და თეთრიწყაროს ზეგანზე ცივა და თოვლი დევს; ბოლნისი და დმანისი ამ დროსაც მისაწვდომია, მაგრამ დღე მოკლეა.
რა ვნახოთ
- დმანისი — შუა საუკუნეების ნაქალაქარი და არქეოლოგიური ძეგლი, სადაც 1,8 მილიონი წლის ჰომინიდების ნაშთები აღმოაჩინეს; ადგილზე მუზეუმი და ღია გათხრებია
- ბოლნისის სიონი — V საუკუნის ბაზილიკა, რომელსაც ქართული ასომთავრულის ერთ-ერთი უძველესი წარწერა ამშვენებს
- დაშბაშის კანიონი — წალკის მახლობლად, ჩანჩქერებით და „ბრილიანტის ხიდით“ — შუშის იატაკიანი ნაგებობით კანიონის თავზე
- ბირთვისის კანიონი — კლდოვანი ხეობა და შუა საუკუნეების ციხის ნაშთები; ბილიკი 2–3 საათისაა, თბილისიდან საათამდე სავალზე
- ალგეთის ეროვნული პარკი — ნაძვისა და სოჭის ტყე მანგლისის ზემოთ, ბილიკები და პიკნიკის ადგილები
- მანგლისი — ძველი კურორტი ფიჭვნარით და XI საუკუნის ტაძრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან რუსთავამდე 25 კმ-ია, ბოლნისამდე — დაახლოებით 60 კმ (1 საათი), დმანისამდე — 90 კმ-მდე (1,5 საათი), დაშბაშის კანიონამდე — 90–100 კმ (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ძირითადად სამგორისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მანგლისსა და წალკაში — დიდუბიდან.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: რეგიონის ადგილების უმეტესობა თბილისიდან ერთდღიან გასვლაზეა; წალკისკენ — მანგლისისა და თეთრიწყაროს გზით, დმანისისა და ბოლნისისკენ — მარნეულის ტრასით.
სად დავრჩეთ: მანგლისსა და წალკაში — სასტუმროები და კოტეჯები, ბირთვისთან და ალგეთთან — საოჯახო გესტჰაუსები; თბილისთან სიახლოვის გამო ბევრი ღამისთევის გარეშე მიდის.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი კანიონებისთვის, ქუდი და წყალი ზაფხულში, თბილი ზედა წალკაზე.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და მთავარ გზებზე კარგად მუშაობს, კანიონებში ადგილ-ადგილ წყდება.