მოლაშქრეთა კლუბი „რონინი“ გთავაზობთ ერთ დღიან ტურს
კახეთის უცნობი ადგილების მოსანახულებლად.
თუ დრო დაგვრჩა მოვინახულებთ იყალთოს ან ალავერდის სამონასტრო კომპლექსს.
.
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 06:30 სთ.
გასვლა: 06:45 სთ.
მოსანახულებელი ადგილების აღწერა:
1. კვეტერა — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში. წყაროებში პირველად კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037) დროიდან, XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო.
კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
2. მატანის ცხრაკარას მონასტერი - მონასტერი შედგება ერთმანეთზე მიდგმული რამდენიმე ეკლესიისა და სხვადასხვა ნაგებობებისაგან, რომლებსაც გარს არტყავს არაწესიერი მოხაზულობის დაბალი გალავანი. მონასტრის მთავარი შენობა, V-VI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა,ჯერ კიდევ ძველ დროს VIII-IX საუკუნეებში, ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ, უფრო გვიან, სავარაუდიოდ XVII საუკუნეში, სათავსზე დაუდგამთ აგურის სამრეკლო. XV-XVI საუკუნეებს მიეკუთვნება მოხატულობა, რომელიც ეკლესიის კანკელსა და დასავლეთ კედელზეა შემორჩენილი.
3. მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – XVI საუკუნის ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
4. მატანის ციხე — მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში.. ციხე ერთდროული ნაგებობაა, აუგიათ კახეთის თავადებს, ჩოლოყაშვილებს XVIII საუკუნის შუა წლებში ციხე კომპლექსური ნაგებობაა და მოიცავს თავად ციხესიმაგრეს, სხვადასხვა დანიშნულების ორ ნაგებობას, სასახლეს, ეკლესიას და კოშკებს.ციხის შუა ნაწილში დგას ღვთისმშობლის ეკლესია.
------------------------------------------
დროის დარჩენის შემთხვევაში
3. ალავერდის მონასტერი - რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 12 ასურელ მამათაგანმა. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. ში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.
4. იყალთოს სამონასტრო კომპლექსი -
მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესიაა.
სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება.
მარშრუტის სირთულე: მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი: სულ 10 კილომეტრი
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება .
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 72 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
ფასში შედის:
ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, ფოტოგადაღება.
ფასში არ შედის:
კვება, საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ იქ ერთად მოვაწყობთ პიკნიკს.
თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
სასურველია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი და წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისათვის...
გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
გიორგი






