დღიანი ტური სვანეთში
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ორგანიზატორი:
ბოდიალა
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
შეხვედრის დრო და ადგილი:
მეტრო სადგური დიდუბე. სამთო ქიმიის მოპირდაპირედ
ბენზინ გასამართი სადგური: ლუკოილი
ფასი ერთი ოჯახიდან წყვილად წამოსულთათვის:
მამა,დედა-შვილი; ცოლ-ქმარი; და-ძმა
ანგარიშის ნომერი:
ს ბანკი
მიმღები: ზაზა ხალაძე
დანიშნულება: სვანეთი - მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი
მომწერეთ შეტყობინება ჩარიცხვისთანავე
1. გამყოლი
2. ტრანპორტირება მიკროავტობუსით
3. ღამისთევა საოჯახო სასტუმროში
4. ადგილობრივი გიდის მომსახურეობა
5. ფოტო გადაღება
ხანგრძლივობა:
3 დღე;
მანძილი ერთი მიმართულებით 540 კმ.
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
დღე 1:
01:00 გასვლა თბილისიდან
11:00 ენგურჰესის მონახულება
14:00 ჩასვლა მესტიაში და დაბინავება სასტუმროში.
15:00 ასვლა ზურულდის მთაზე საბაგირო გზით. კურორტი ჰაწვალი მონახულება. შემდეგ დაბრუნება მესტიაში და თავისუფალი დრო:
დღე 2:
09:00 გასვლა უშგულის მიმართულებით. გზად სანახავი ობიექტებია სიყვარულის კოშკი და წმ.კვირიკეს და ივლიტას ეკლესია. უშგულში ვნახავთ უშგულის თემის სოფლებს, თამარ მეფის კოშკს და ლამარიას ტაძარს.
საღამოს დაბრუნება მესტიაში
დღე 3:
მუზეუმების დღე
* სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი
* მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
14:00 ზე გამომგზავრება თბილისში
კვება ინდივიდუალურია
დამატებითი გადასახადი :
ჰაწვალის საბაგირო ბილეთი –,
მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები
ტური შედგება მინიმუმ 15 კაცის შემთხვევაში
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
1. ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს
2. ორგანიზატორის დაუმორჩილებლობა ავტომატურად გამოიწვევს ყოველგვარი პასუხისმგებლობის მოხსნას თქვენს წინაშე
3. დაუშვებელია თვითნებურად მარშუტიდან გადახვევა
4. იკრძალება საუბარი: პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, რელიგიაზე
5. ლაშქრობის დროს ვზრუნავთ ერთმანეთზე
6. გარემოს არ ვანაგვიანებთ და ვუფრთხილდებით მას
7. ვართ კომინიკაბელურები და ვკამათობთ მხოლოდ პოზიტიურ თემებზე, შესაბამისად პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს
8. ფოტოაპარატები გადატენეთ, წინ ხედები გველოდებიან
გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 5 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!
საკონტაქტო პირი:
ზაზა
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.