მოირონინე სვანეთი (- მაისი)
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 04:30 სთ.
ტურის დეტალური აღწერა:
პირველი დღე
დადიანების სასახლე
ენგურის წყალსაცავი
მესტიაში საოჯახო სასტუმროში განთავსება
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
მეორე დღე
სიყვარულის კოშკი
კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია – სვანურად ლაგურკა ( X ს )
უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
უშგულის ლამარია (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს)
მესამე დღე
კურორტი ჰაწვალი (ავალთ საბაგიროთი და დავტკბებით სვანეთის შესანიშნავი ხედებით)
შესაძლოა თეთნულდის დამატებაც (სამთო-სათხილამურო კურორტი, ზღვის დონიდან 2200მ. )
სოფ.ლატალში მოვინახულებთ მაცხოვრის ( X-XI სს ) და იონა წინასწარმეტყველის სახელობის ( XI-XII სს) ტაძრებს
გამომგზავრება თბილისში
ფინანსური ნაწილი:
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა უკან არ დაბრუნდება.
გასვლამდე 72 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ტრანსპორტირება, სასტუმროში განთვსება 2 ღამით, გამყოლის მომსახურება, ფოტოგადაღება
მუზეუმებში შესასვლელი ბილეთი, ჰაწვალის საბაგიროს ბილეთი () , კვება.
თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
ჩაიცვით ის რაშიც კომფორტულად იგრძნობთ თავს, ყოველი შემთხვევისთვის თან იქონიეთ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და საწვიმარი.
მარშუტის სირთულე:
მარტივი
გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
გიორგი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.