national delicacy

მოირონინე კახისის ტბა და წეროს ტბა 33 ლარად

  • ID: 30641
  • ნახვები: 11294
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი „რონინი“ გთავაზობთ ორდღიან სალაშქრო ტურს კახისისა და წეროს ტბებზე

ფეხით გასავლელი მანძილი:
პირველი დღე 8 კმ.
მეორე დღე 10 კმ.

შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 06:30 სთ. 
გასვლა: 07:00 სთ.

ლაშქრობის დეტალური აღწერა:

ჩვენი ტრანსპორტით მივალთ სოფელ ჭობისხევამდე საიდანაც იწყება ჩვენი ფეხტური. ავალთ დაბაძველში, გადავალთ კახისის ტბაზე და დავბანაკდებით. სურვილის შემთხვევაში შესაძლოა ხორცის წაღება და მწვადის შეწვა. (სამწვადე ხორცს გადავინაწილებთ და ვატარებთ ყველა).
მეორე დღეს ვნახავთ წეროს ტბას და ჩავბრუნდებით სოფ. ჭობისხევს,სადაც დაგვხვდება ჩვენი ტრანსპორტი და წაგვიყვანს ქვაბისხევში,იქ მოვილოცავთ VIII-საუკუნეების ქვაბისხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას.ამის შემდეგ გამოვბრუნდებით თბილისში ;))

ვისაც სიარული არ შეუძლია და არ აქვს საკუთარი თავის იმედი სჯობს არ წამოვიდეს და ჯგუფი არ შეაფერხოს.
ღამისთევა კარვებში. ვისაც არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას.

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 33 ლარი. 

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა უკან არ დაბრუნდება.
გასვლამდე 48 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.


ფასში შედის:
ტრანსპორტირება, გამყოლის მომსახურება,ფოტოგადაღება


თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი. წამოიღეთ საწვიმარი.ღამისთვის თბილი საძილე თუ არ გაქვთ დაიმატეთ თბილი სამოსი.
ზურგჩანთას ნუ გატენით არასაჭირო ნივთებით, გრამებიც კი გასათვალისწინებელია.

მარშუტის სირთულე:
საშუალო

გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე33.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი