დაშბაშის კანიონი
ფოტო: Giorgimailo · CC BY-SA 4.0; Diaoha · CC BY-SA 3.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოგესალმებით:
გთავაზობთ ერთდღიან დაუვიწყარ ტურს დაშბაშის კანიონზე:
მოვინახულებთ:
მანგლისის სიონს:
ბერთას მამათა მონასტერს VI-VII საუკუნის (სადაც სასწაულმოქმედი კალმახები არიან):
დაშბაშის მონასტერს (წმ.გიორგის სახელობის/უმოქმედო):
???? დაშბაშის კანიონს
ტურის დეტალები:
???? შეხვედრის დრო: 07:30 სთ / ???? გასვლის დრო: 08:00 სთ:
???? შეხვედრის ადგილი მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია:
???? ტრანსპორტი: კომფორტული მიკრო ავტობუსი :
???? მარშუტი : თბილისი-მანგლისი-წალკა-თბილისი:
???? ტურის სირთულე: მარტივი: ფეხით სავალი საერთო ჯამში 4 კმ:
???? ტრანსპორტირება
????გამყოლი (გიდი)
???? ფოტო გადაღება
პირველადი დახმარება (საჭიროების შემთხვევაში).
ჩაი, ყავა და ცხელი წყალი.
– სამწვადე, შოთი და წვენები (დანარჩენი საკვები ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად.)
გასათვალისწინებელი პირობები :
????შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ
????არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
????-არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
???? ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში
???? საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
???? არ ვყრით ნაგავს
????არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ და თბილ გარემოს <3
ვემორჩილებით ორგანიზატორს! რადგან ისარის უზენაესი პირი :
????ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად . -20*/* ის გარდა.
ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.
????დავითი:
????ვანო:
რეკვიზიტები:
ს ბანკი:
ანგარიშის ნომერი:GEL
აპარატიდან გადახდის შემთცვევაში:
პირადი ნომერი:40
დანიშნულება:რკონი15
მიმღები:დავით კვიციანი
ბედნიერ დღეს გისურვებთ
ქვემო ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ
ქვემო ქართლში ტური ჩვეულებრივ ერთდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და მარშრუტი დმანისი–ბოლნისი ან წალკა–დაშბაში; სურვილის შემთხვევაში ღამისთევას მანგლისში ან წალკაში დავამატებთ. თარიღი შეგვატყობინეთ და ჯგუფს ან ინდივიდუალურ გასვლას მოვაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დაბლობში 20–26°, წალკისა და დმანისის ზეგანზე უფრო გრილა.
ივლისი–აგვისტოში მარნეულისა და ბოლნისის ველზე 33–35°-ია, ამიტომ სჯობს წალკის ზეგანი (1500 მ-მდე) და ალგეთის ტყეები — იქ ზაფხულშიც გრილა.
ზამთარში წალკასა და თეთრიწყაროს ზეგანზე ცივა და თოვლი დევს; ბოლნისი და დმანისი ამ დროსაც მისაწვდომია, მაგრამ დღე მოკლეა.
რა ვნახოთ
- დმანისი — შუა საუკუნეების ნაქალაქარი და არქეოლოგიური ძეგლი, სადაც 1,8 მილიონი წლის ჰომინიდების ნაშთები აღმოაჩინეს; ადგილზე მუზეუმი და ღია გათხრებია
- ბოლნისის სიონი — V საუკუნის ბაზილიკა, რომელსაც ქართული ასომთავრულის ერთ-ერთი უძველესი წარწერა ამშვენებს
- დაშბაშის კანიონი — წალკის მახლობლად, ჩანჩქერებით და „ბრილიანტის ხიდით“ — შუშის იატაკიანი ნაგებობით კანიონის თავზე
- ბირთვისის კანიონი — კლდოვანი ხეობა და შუა საუკუნეების ციხის ნაშთები; ბილიკი 2–3 საათისაა, თბილისიდან საათამდე სავალზე
- ალგეთის ეროვნული პარკი — ნაძვისა და სოჭის ტყე მანგლისის ზემოთ, ბილიკები და პიკნიკის ადგილები
- მანგლისი — ძველი კურორტი ფიჭვნარით და XI საუკუნის ტაძრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან რუსთავამდე 25 კმ-ია, ბოლნისამდე — დაახლოებით 60 კმ (1 საათი), დმანისამდე — 90 კმ-მდე (1,5 საათი), დაშბაშის კანიონამდე — 90–100 კმ (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ძირითადად სამგორისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მანგლისსა და წალკაში — დიდუბიდან.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: რეგიონის ადგილების უმეტესობა თბილისიდან ერთდღიან გასვლაზეა; წალკისკენ — მანგლისისა და თეთრიწყაროს გზით, დმანისისა და ბოლნისისკენ — მარნეულის ტრასით.
სად დავრჩეთ: მანგლისსა და წალკაში — სასტუმროები და კოტეჯები, ბირთვისთან და ალგეთთან — საოჯახო გესტჰაუსები; თბილისთან სიახლოვის გამო ბევრი ღამისთევის გარეშე მიდის.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი კანიონებისთვის, ქუდი და წყალი ზაფხულში, თბილი ზედა წალკაზე.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და მთავარ გზებზე კარგად მუშაობს, კანიონებში ადგილ-ადგილ წყდება.