მოინახულეთ და გაეცანით ბორჯომის კულტურული ძეგლები

ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასამცხე-ჯავახეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID30276

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

მარშრუტი: თბილისი

1. ბორჯომი

2. მწვანე მონასტერი (იგივე ჭითახევის მონასტერი)

3. ახალციხის რაბათი

4.საფარას მონასტერი

5. თბილისი;

მანძილი : 220 კმ ( ერთი მიმართულებით )

თანხის გადახდა უნდა მოხდეს ტურის განხორციელებამდე 2 დღით ადრე .

1. ტრანსპორტირება

2. ერთჯერადი კვება

3. გიდის მომსახურეობა

გადახდის საშუალებები:
1. სს "თიბისი ბანკი", ბანკის კოდი:TBCBGE22;
(გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ ტურის დასახელება და თქვენი სახელი და გვარი)

ტურის დეტალური აღწერა:

09:00 გასვლა თბილი
სიდან ახალციხის მიმართულებით.
11:00 მწვანე მონასტერი (ჭითახევის მონასტერი).
12:00 ახალციხის რაბათი
13:30 პიკნიკი ბუნებაში
15:30 საფარას მონასტერი
18:00 ბორჯომის პარკი
21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

MOBILE 1:
MOBILE 2:

სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.

როდის წავიდეთ

ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.

რა ვნახოთ

  • ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
  • რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
  • ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
  • ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
  • საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
  • ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.

სამცხე-ჯავახეთი: გზამკვლევი
სამცხე-ჯავახეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ვარძიის ნახვა ერთ დღეში თბილისიდან?
შეიძლება, მაგრამ გზაში 8 საათამდე გაატარებთ. სჯობს ორი დღე: ერთი ღამე ახალციხეში ან ბორჯომში, გზად კი რაბათი, საფარა და ხერთვისი.
როდის იწყება სეზონი ბაკურიანში?
თოვლის მიხედვით, ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოს, და მარტამდე გრძელდება. დიდი და დიდველის ფერდობები დამწყებთათვისაც და გამოცდილი მოთხილამურეებისთვისაც გამოდგება.
რა არის „კუკუშკა“?
ძველი ვიწროლიანდაგიანი მატარებელი ბორჯომიდან ბაკურიანამდე, ტყით და ხიდებით. მგზავრობა დაახლოებით 2,5 საათია — ნელია, მაგრამ ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
რამდენი დღე სჭირდება რეგიონს?
ბორჯომი, რაბათი და ვარძია 2 დღეში ჯდება. ჯავახეთის ტბებისა და ბაკურიანის დასამატებლად 3–4 დღე დაგჭირდებათ.
ბავშვებთან ერთად სად წავიდეთ?
ბორჯომის პარკი საბაგიროთი, „კუკუშკა“, ბაკურიანის ფერდობები და რაბათი ბავშვებისთვის კარგი არჩევანია. ვარძიაში ბევრი კიბე და ვიწრო გვირაბია — პატარებთან ფრთხილად.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.