ოჯახით მოგზაურობა საქართველოში
ფოტო: Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ამ ტურში გთავაზობთ ოჯახით მოგზაურობას ში. ტური გათვლილია, როგორც აქტიურ ასევე პასიურ დასვენებაზე. განსაკუთრებით სახალისო იქნება თქვენი ბავშვებისთვის. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ტური უფასოა.
I დღე: დახვედრა. დაბინავება აპარტამენტში.
II დღე: აკვაპარკში „“ მთელი დღის გატარება. ვახშამი და ღამის თევა .
III დღე: გამგზავრება . გზად ვიხილავთ:, , , (აქ საოჯახო კოტეჯში სამი ღამით გაჩერება. მომდევნო სამი დღე დილიდან საღამომდე გაატარებთ ყვარლის ტბაზე).
VII დღე: გამგზავრება. გზად: , , ბორჯომი. ვახშამი და 2 ღამის თევა სოფ.(ოჯახური ტიპის კოტეჯში).
IX დღე: გამგზავრება შავი ზღვის პირას- . ვახშამი და დაბინავება (ოჯახის ტიპის სასტუმროში).
X დღე: მთელი დღით გასეირნება. ვახშამი და სამი ღამის თევა ქობულეთში.
XIII დღე: ვბრუნდებით თბილისში. ვახშამი და ღამის თევა თბილისში.
XIV დღე : თბილისში გასეირნება. ტურის დასასრული.
3 ადამიანზე - 2568 აშშ დოლარი
4 ადამიანზე - 3224 აშშ დოლარი
5 ადამიანზე - 3980 აშშ დოლარი
6 ადამიანზე - 4736 აშშ დოლარი
7 ადამიანზე - 5492 აშშ დოლარი
8 ადამიანზე - 6248 აშშ დოლარი
დაბინავება
სამჯერადი კვება
აკვაპარკის ერთ დღიანი პაკეტი
ყვარლის ტბაზე - კატერით, წყლის და მთის ველოსიპედით, ნავებით თევზაობა, საცურაო აუზით, ფინური საუნით და ასევე თურქული აბანოთი სარგებლობა.
ბათუმში საზღვაო გასეირნება გემით და ველოსიპედით სარგებლობა
ბაკურიანში ცხენებით გასეირნება
სასმელი წყალი შეუზღუდავად
გიდის მომსახურება საჭიროების შემთხვევაში
ტრანსპორტირება
დახვედრა და გაცილება აეროპორტში
თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ
თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.
რა ვნახოთ
- ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
- ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
- მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
- რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
- სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
- მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას
როგორ მივიდეთ
ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.