მრავალფეროვანი კავკასია
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
• 13 წლამდე ბავშვებისთვის ტური უფასოა. ჩამოფრენის დროზე დამოკიდებულია მოგზაურობის პროგრამის ცვლილება. ტურის შედგენა შესაძლებელია თქვენი სურვილისამებრ.
I დღე: დახვედრა აეროპორტში. დაბინავება სამ ვარსკვლავიან სასტუმროში ან სასტუმროს ტიპის სახლში.(ღამის თევა თბილისში)
II დღე: თბილისის დათვალიერება.ვახშამი (ღამის თევა თბილისში).
III დღე: გამგზავრება კახეთის რეგიონში, ისტორიული ადგილების მონახულება, ღვინის ქარხნის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია. ვახშამი კახეთში.
(ღამის თევა თბილისში)
IV დღე: გამგზავრება სტეფანეწმინდაში. გზად (ჯვრის მონასტრის, ანანურის ციხის, გუდაურის,გერგეტის სამების მონასტრის მონახულება.ვახშამი ფასანაურში (ღამის თევა თბილისში).
V დღე: გამგზავრება ბორჯომში. გზად ქ. გორში ი. სტალინის მუზეომის დათვალიერება. უფლის ციხის კომპლექსის დათვალიერება. ბორჯომის პარკში გასეირნება. დაბა ბაკურიანში ცხენებით გასეირნება.ვახშამი ბაკურიანში (ღამის თევა ბაკურიანში).
VI დღე: გამგზავრება დას. ში. გზად პრომეთეს მღვიმის, კინჩხას ჩანჩქერისა და ოკაცეს კანიონის დათვალიერება. ვახშამი გორდში (ღამის თევა სოფ. გორდში, სტუმრად ადგილობრივ მოსახლესთან).
VIII დღე: გამგზავრება სოფელ უშგულში (2200 მ.) ქორულდის ტბები(2850 მ.)თეთნულდი(3250 ) ვახშამი.(ღამის თევა მესტიაში)
IX დღე: გამგზავრება ქ. ბათუმში; ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება; გასეირნება ბულვარში შავი ზღვის სანაპიროზე;ვახშამი (ღამის თევა ბათუმში).
X დღე: გამგზავრება ქ. თბილისში. (ტურის დასასრული)
სამჯერადი კვება
დაბინავება (სამ ვარსკვლავიან სასტუმროში ან
სასტუმროს ტიპის სახლში)
შესასვლელი ბილეთები
ჯიპის დაქირავება
სასმელი წყალი შეუზღუდავად
გიდის მომსახურება
ტრანსპორტი:
1-3 ადამიანი:მსუბუქი ავტომანქანა
3-6 ადამიანი: მინივენი
7-15 ადამიანი:მიკროავტობუსი
16-45 ადამიანი: ავტობუსი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.