ოთხდღიანი ტური სვანეთში,თუ გსურს კომფორტული ტური''
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ოთხდღიანი ტური სვანეთში (მესტია - უშგული - ლატალი)
• შენი საუკეთესო მეგზური სვანეთში
მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - მესტია - უშგული - ქორულდის ტბები - თბილისი;
ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო, ჯიპ-ტური;
სატრანსპორტო საშუალება: მინივენი ან მიკრო ავტობუსი;
კვება: ორჯერადი (გზის კვების გარდა);
განთავსება: საოჯახო ტიპის სასტუმრო;
ტურის ხანგძლიობა: 3 ღამე / 4 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 550 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, ვარდების მოედანი (ველოსიპედის ძეგლთან).
ტურის დეტალური აღწერა:
პირველი დღე: თბილისი - ზუგდიდი - ენგურის წყალსაცავი - მესტია
პირველ დღეს ვნახავთ:
06:00 გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით;
13:00 დადიანების მუზეუმი ზუგდიდში.
14:00 სადილი ენგურის წყალსაცავზე საკუბდარეში;
19:00 მესტია. დაბინავება სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.
მეორე დღე: მესტია - ჰაწვალი - მჟავე წყლები - ლენჯერი - ლატალი
მეორე დღეს ვნახავთ:
07:00 საუზმე სასტუმროში;
08:00 მესტიის კულტურილული ძეგლების დათვალიერება. ხერგიანების მუზეუმი, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმი.
12:00 საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე საიდანაც იშლება მწვერვალ "უშბას" ულამაზესი პანორამული ხედები;
14:00 სადილი მესტიაში, მინერალური წყლების დაგემოვნება;
16:00 სოფელი ლენჯერი - ლენჯერის კულტურული ძეგლების დათვალიერება;
18:00 სოფელი ლატალი - ლატალის კულტურული ძეგლების მონახულება;
20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში;
მესამე დღე: მესტია - უშგული - მესტია
მესამე დღეს ვნახავთ:
07:00 საუზმე სასტუმროში;
08:00 გამგზავრება უშგულის მიმართულებით. გავჩერდებით მჟავე წყლებთან;
10:00 გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა;
12:00 უშგული (აქ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ცხენების ქირაობა ). ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.
15:30 სადილი საველე პირობებში (ლანჩი)
16:00 სოფელი კალა სადაც თუ საკმარისი დრო იქნა ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ის მხატვრობა).
20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში;
ფეხით სავალი მონაკვეთი: უშგულში 500 მეტრი.
მეოთხე დღე: მესტია - ზუგდიდი - მარტვილი - თბილისი
მეოთხე დღეს ვნახავთ:
08:00 საუზმე სასტუმროში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით;
13:00 ნავებით გასეირნება მარტვილის კანიონებში;
21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ! ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. თბილისი ვარდების მოედანი (ველოსიპეტის ძეგლთან).
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. გორი, მომსახურეობის საგენტოს მიმდებარე ტერიტორია.
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. რუსთავი, სასტუმრო ,,რუსთავის'' მიმდებარე ტერიტორია.
შენიშვნა: ეტაპობრივი დაფარვა გულისხმობს:ტურის დაწყებამდე საფასურის ეტაპობრივად გადახდას.რაც გაცილებით ადვილია,ვიდრე ერთიანად ჩარიცხვა.ყოველი შეტანის შემდეგ უნდა გვაცნობოთ სახელი გვარი და თანხის ოდენობა.იმ შემთხვევაში თუ ტური ჩაიშალა და არ შედგება თქვენს მიერ ჩარიცხული თანხა სრულად დაგიბრუნდებათ უკან.თუ თქვენი მიზეზით ვერ ახერხებთ ტურში წამოსვლას თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.ჩარიცხული თანხით თქვენ ჯავშნით ადგილს ტურზე.
· ტრანპორტირება კომფორტული MINIVAN და SPRINTER;
· ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 3 ღამე;
· ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა);
· ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;
· ჰაწვალის საბაგიროთი ასასვლელი ბილეთი;
· მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები;
· ალკოჰოლური სასმელი.
· გზის კვება.
· პირადი მოთხოვნები.
-- გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში!.
არ ვსვამთ ალკოოლურ სასმელს სიარულისას! (პიკნიკის დროს კი ბატონო, ოღონდ ზომიერად)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
არ ვბილწსიტყვაობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად!
ელ-ფოსტა:
• დამატებითი ინფორმაცია
§ ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
§ საოჯახო ტიპის სასტუმროებში ოთახებში განლაგება ხდება სამ და ოთხ ადგილიან ნომრებში. ერთადგილიანი ოთახის მოთხოვნის შემთხვევაში ტურისტი იხდის ორი კაცის საფასურს. რაც შეეხება ორადგილიან ნომრებს - გამონაკლის შემთხვევაში ცოლ-ქმრისთვის არის შესაძლებელი.
§ ჯიპის გარდა სხვა მანქანით უშგულში ასვლა შეუძლებელია გზების მდგომარეობიდან გამომდინარე.
§ ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
§ კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - სვანეთი - თბილისი 1200 კმ.
საჭირო ეკიპირება
§ მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
§ წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
§ წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
§ მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.
ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.