კოჯორი-კაბენი-ასურეთი
ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ორგანიზატორი:
ბოდიალა
შეხვედრის დრო და ადგილი:
08 : 30 - შეკრების დრო
09 : 00 - გასვლის დრო
21 : 00 - დაბრუნების დრო
შეხვედრა ლეონიძის ბაღთან (იხ. ფოტო დაზუსტებისთვის)
თანხის აგროვება მოხდება ადგილზე
სირთულე:
მარტივი;
ფეხით გასავლელი მანძილი:
15 კმ.
წავალთ კოჯრის ავტობუსით, ამიტომ ერთი წამის დაგვიანებაც კი ნიშნავს იმას რომ დარჩებით ადგილზე
ასურეთში დაგხვდება მანქანა და იმით დავბრუნდებით უკან
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
კოჯრის ციხეს
იუნკერთა მემორიალს - დაუმარცხებელი ასეული
კაბენის სამონასტრო კომპლექს
პატარ პატარა ჩანჩქერუკებს
ასურეთის წყალსაცავს
ასურეთის ევანგელისტურ ტაძარს და გერმანული არქიტექტურულ სახლებს
აუცილებელი:
სალაშქრო ფეხსაცმელი;
საწვიმარი;
1 დღის სამყოფი საკვები და წყალი;
პირადი არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი.
ტური შედგება მინიმუმ 15 ადამიანის შემთხვევაში
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
1. ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს
2. ორგანიზატორის დაუმორჩილებლობა ავტომატურად გამოიწვევს ყოველგვარი პასუხისმგებლობის მოხსნას თქვენს წინაშე
3. დაუშვებელია თვითნებურად მარშუტიდან გადახვევა
4. იკრძალება საუბარი: პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, რელიგიაზე
5. ლაშქრობის დროს ვზრუნავთ ერთმანეთზე
6. გარემოს არ ვანაგვიანებთ და ვუფრთხილდებით მას
7. ვართ კომინიკაბელურები და ვკამათობთ მხოლოდ პოზიტიურ თემებზე, შესაბამისად პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს
8. ფოტოაპარატები გადატენეთ, წინ ხედები გველოდებიან
საკონტაქტო პირი:
ზაზა
თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ
თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.
რა ვნახოთ
- ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
- ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
- მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
- რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
- სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
- მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას
როგორ მივიდეთ
ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.