ივნისი დღიანი ტური სვანეთში
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გაატარე დაუვიწყარი დღეები სვანეთში!
ეს ჩვენი რიგით 18 ტურია სვანეთში
• შეხვედრის ადგილი Radisson Blu Iveria
(ველოსიპედთან)
• გასვლის დრო 06:00 შებამისად ვიკრიბებით 10/15 წუთით ადრე
არ ვაგვიანებთ!
I დღე
06:00 • გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით
14:00 • ჩასვლა მესტიაში (დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში)
1 საათიანი შესვენების შემდეგ მოვინახულებთ
15:00 • მესტიის ეროვნული მუზეუმი
16:00 • მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმი
17:00 • ლაღამის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
17:30 • მარგიანების კოშკი
18:00 • დაბრუნება სასტუმროში
თავისუფალი დრო
II დღე
08:00 • გავემართებით უშგულისკენ
უშგული ზღ დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე ევროპაში ერთერთი ყველაზე მაღალი დასახლება
10:00 • სიყვარულის კოშკის მონახულება
12:00 • უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი (სურვილის შემთხვევაში)
13:00 • ლამარია ღვთისმშობლის ეკლესია
14:00 • სურვილის შემთხვევაში დააგემოვნებთ კუბდარს
20:00 • დაბრუნება სასტუმროში
III დღე
08:00 • გასვლა ჭალაადის მყინვარისკენ ფეხით სასიარულო მანძილი 5 კმ
(მდინარე მესტიაჭალას სათავე)
14:30 • კურორტი ჰაწვალი რომელიც ზღ დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს გაისეირნებთ საბაგიროებით და დატკბებით ულამაზესი ხედებით
17:00 • გამომგზავრება დედაქალაქისკენ
გზად მოვინახულებთ
18:00 ლატალის იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარს
(ამ წმინდანის სახელობის ერთადერთი ეკლესია ში)
ლატალის მაცხოვრის ტაძარს
• მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
• გამყოლი
• ფოტოგადაღება
• ისტორიულ კულტურული ძეგლების გაცნობა
• საოჯახო სასტუმროში განთავსება 2 ღამე
• კვება ინდივიდუალურია (მესტიაში მოქმედებს რამოდენიმე კაფე)
• მუზეუმების და სხვა მოსაკრებლებს ვიხდით ინდივიდუალურად (სურვილის შესაბამისად)
• გასათვალისწინებელი პირობა! ტურამდე ორი დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნდება
იმისათვის რომ ჩვენი ტური იყოს ორგანიზებული გაეცანით კლუბის წესებს
რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ყველა მონაწილისთვის !
• ყველა ითვალისწინებს ორგანიზატორის მითითებებს
• არავინ არ სვავს და არ ეწევა მიკროავტობუსში! არც მარშირებისას
• არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში! (არც კაი ნაბახუსევი)
• არ ვყრით ნაგავს '' არსად '' (გარდა ურნისა)
• არანაირი დაყოფა ცალკე ჯგუფებად (კუტოკებად)
• ვმოქმედებთ გუნდურად
• არანაირი საუბარი პოლიტიკაზე (კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის)
• საკვებს შევექცევით ყველა ერთად (იქით უფრო ჩრდილია არ მოსულა)
• მეექვსე ტური - მაისური საჩუქრად
ბედნიერ მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ!
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.