გრემი ნეკრესი იყალთო ილიას ტბა
ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოგესალმებათ მივიღებთ ყველა "კაი ტიპს" დიდებს, პატარებს, გამოუძინებლებს და მოსაყოლად არ ვარგა იქ უნდა ყოფილიყავიებს ^_^
მივემართებით კახეთში, ჩვენი მარშრუტია
იყალთო
ალავერდი
გრემი
ნეკრესი
ილიას ტბა / როიალ ბატონი
ზარმაცებს და მძინარებს ველოდებით 15 წუთი. ⌚ შემდეგ კი გავემართებით ჩვენს გზაზე. (თუ მანამდე ვერ დავუკავშირდით მობილურზე მაგათაც დავტოვებ)
ჩვენი რეკვიზიტები
1) TBC Pay-ით TBC Bank
პირადი ნომერი: 47
2) ანგარიშიდან გადმორიცხვის შემთხვევაში TBC - ბანკის ანგარიშზე.
ჩარიცხვამდე აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ზარით ან SMS-ით და ჩაგვაწერინოთ თქვენი სახელი და გვარი გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად.
თანხა მოიცავს:
მხიარულ Staff-ს,
მხიარულ მგზავრობას ????
ფოტო/ვიდეო გადაღება (არა ფოტოსესიას)
სამწვადეს
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილას ნასვამ/გადამთვრალ/გადმომთვრალ/ნაბახუსევ მდგომარეობაში. თორე არასიფხიზლე ჩემი მოგონილია
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულის დროს ან მარშრუტში.
არავითარ შემთხვევაში არ ვყრით ნაგავს. დაგინებულია ამაზე.
არ ვუხვევთ მარშრუტს საკუთარი ნებასურვილით!
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად. ხდება გამონაკლისები, თუ ვინმე გზაში ძირს დაეცემა და ფართხალს დაიწყებს ნუ მსგავს სულ აღარ სჭირდება კვება და ჩვენ მეტი დაგვრჩება. ????
კარგი იქნება თუ წამოვიღებთ დამატებით საკვებსა და სასუსნავებს. რადგან ვიცი თქვენი ღორმუცელობის ამბავი.
წამოსვლისას ჩავუჯდეთ წყნარ ადგილას და მოვიქეიფოთ
????ტური შედგება ნებისმიერ ამინდში.
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.