სხვა საქართველო ვაშლოვანში: ტახტიტეფასა და ქილაკუპრას ტალახის ვულკანები- დალის მთის წყალსაცავი
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გასვლის დრო და ადგილი:
07 : 30 სთ
ველოსიპედიდან/რედისონის მიმდებარე ტერიტორია
სანახავი ობიექტები:
დალის მთის წყალსაცავი -მდებარეობს მდ. იორზე, დედოფლისწყაროდან სამხრეთით 30 კმ–ში დალის მთისა და ჭაჭუნას აღკვეთილის სიახლოვეს.
ტახტიტეფას ტალახის ვულკანები - არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი სერის თხემზე აღმართულ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი
ქილაკუპრა - ყაჯირის ველზე არსებული უცნაური ბორცვია, რომელზეც უამრავი ტალახის ვულკანის კრატერია მოთავსებული. აქედან მოჩანს ვრცელი ველი, სადაც არც თუ ისე შორეულ წარსულში მარილიანი ტბა ყოფილა,
სირთულე:
ტრანსპორტისთვის რთული
საფეხმავლო მარტივი ( 3-4 კმ ).
უამიდობის შემთხვევაში ტური არ შედგება.
ტურის ღრებულება - .
მგზავრობა მაღალი გამავლობის მიკრო ავტობუსით
მეგზური
კვება ( საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად)
თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რათა ვაშლოვანის ვიზიტორთა ცენტრში გავიაროთ რეგისტრაცია და მოგვცენ საშვები.
ადგილების დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ლაშა
თანხა უნდა ჩარიცხოთ ანგარიშის ნომერზე,
რომელსაც წამომსვლელებს მოგწერთ პირადად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადმორიცხული თანხა 2 დღით ადრე უკან არ ბრუნდება ტური რომ არ ჩაიშალოს.
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.