სამ-დღიანი ტური სვანეთში,თუ გსურს კომფორტული ტური''
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
• სვანეთი თუ არ გინახავთ არ გინახავთ ,,GEORGIA.EXPESS AND TRAVEL"-
• კომპანია არ გპირდებათ -- ოქროს კოშკებს ჩვენ გპირდებით და ვასრულებთ რეალურ კომფორტულ ტურებს.
• ასევე შესაძლებელია ტურის დაგეგმვა ყოველ პარასკევს სვანეთში:
• დაგეგმეთ თქვენთვის ხელ საყრელ პერიოდში სვანეთში მოგზაურობა:
• სასტუმრო მესტიაში ლინკი: სასტუმრო არის ორი და სამ ადგილიანი ინდივიდუალურისველი წერტილით.
• გრაფიკი არ მოქმედებს ინდივიდუალური ტურის დაგეგმვაზე:
სამ დღიანი ტურის შესახებ:
მოდი იქ, სადაც მთებს ცა მოუსხამთ საუკუნოვან მხრებზე, სადაც ენგური მიჯნურივით ხელჩაკიდებულს მიგაცილებს ახალ თავგადასავლამდე, სადაც ყველა კოშკს თავისი აქვს შენთვის სათქმელი; მოდი და შეიცანი თავისუფლება, იგრძენი სივრცე და ისწავლე სუნთქვა; სულ სხვანაირად მოუსმინე ბალახის შრიალს. მოდი, სვანეთიდან გადმოხედე დედამიწას და იგრძენი !
1 დღე
• ენგურის წყალსაცავი
• ლატალი
• მესტიის ეთნოგრაფიული მეზეუმი
• ვახშამი
• ღამისთევა სასტუმროში
2 დღე
• საუზმე სასტუმროში
• სიყვარულის კოშკი უშგულში
• თამარ მეფის ზამთრის და საზაფხულო კოშკები
• სადილი
• უშგული
• დაბრუნება მესტიაში
• ვახშამი
• ღამისთევა სასტუმროში
3 დღე
• საუზმე სასტუმროში
• საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე
• სადილი
• ხერგიანის მუზეუმი
• გამომგზავრება თბილისში
• - სამ დღიანი ტური კვების გარეშე 1 - კაცი მინიმუმ 7 კაციანი ჯგუფი მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
• სამდღიანი ტური ერჯერადი კვებით 1 - კაცი .მინიმუმ 7 კაციანი ჯგუფი მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
• სამ დღიანი ტური ორჯერადი კვებით 1 - კაცი მინიმუმ 7 კაციანი ჯგუფი მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის..
ტურამდე 2 დღით ადრე თანხის უკან დაბრუნება არ მოხდება, ტურის ჩაშლის თავიდან აცილების გამო:
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. თბილისი ვარდების მოედანი (ველოსიპეტის ძეგლთან). გასვლა 06:00 საათზე
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. გორი, მომსახურეობის საგენტოს მიმდებარე ტერიტორია.
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. რუსთავი (სასტუმრო რუსთავის მიმდებარე ტერიტორია)
- გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში!.
არ ვსვამთ ალკოოლურ სასმელს სიარულისას! (პიკნიკის დროს კი ბატონო, ოღონდ ზომიერად)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
არ ვბილწსიტყვაობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად!
facebook: Georgiaexpressandtours
MEIL: georgia.express.
TEL: მაგთი () ( VIBER.--Whatsapp), ჯეოსელი ()
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.