ტური დავით-გარეჯი,სამჯერ მოლოცვა იერუსალიმის ტოლია''

ფოტო: Diaoha · CC BY-SA 3.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Diaoha · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაქვემო ქართლი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID29142

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ერთდღიანი ტური გარეჯში (დავით გარეჯის მონასტერი - უდაბდნოს მონასტერი)

შენი საუკეთესო მეგზური დავით გარეჯში.

მარშრუტი: თბილისი - დავით გარეჯი - თბილისი;
ტურის სახეობა: კულტურულ - შემეცნებითი. სათავგადასავლო;
სატრანსპორტო საშუალება: Minivan ან მოკრო ავტობუსი;
კვება: თქვენი შეხედულებისამებრ;
ტურის ხანგძლიობა: 10 - 11 საათი;
მანძილი: ერთი მიმართულებით 110 კმ.

ტურის დეტალური აღწერა:

ტურის მარშუტი: თბილისი - დავით გარეჯი - თბილისი
სანახავი ადგილები: უდაბნოს მონასტერი, გარეჯას მონასტერი.
09:00 გასვლა თბილისიდან დავით გარეჯის მიმართულებით (მონასტერი აგებულია ერთ - ერთი ასურელი მამის დავით გარეჯელის მიერ VI საუკუნეში)
11:00 დაახლოებით ორსაათიანი მოგზაურობის შემდეგ ვეწვევით უდაბნოს მონასტრს.
11:30 სადილი (ლანჩი) საველე პირობებში
13:00 გარეჯის მონასტერი (მონასტერი გამოირჩევა თავისი ისტორიული მინიშვნელობითა და საინტერესო არქიტექტურით).
16:00 გამომგზავრება თბილისისკენ. გზად ვახშამი ადგილობრივ რესტორანში (თქვენი მოთხოვნისამებრ).
20:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით

• თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ!

• ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.

ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით ან Minivan;
ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა (მოთხოვნისამებრ);

დამატებითი ინფორმაცია:

§ ჯგუფის მინიმალური ოდენობა მინიმუმ 7 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.

§ ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: წლის ნებისმიერ დროს.

§ კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - დავით გარეჯი - თბილისი 240 კმ.

საჭირო ეკიპირება !

§ მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;

§ წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;

§ წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი.

საჭირო დეტალები.
მოვდივართ ქუსლიანი ფესაცმელებით, სახეზე მაკიაჟით და მხარზე თუთიყუშით, კომფორტის რა გითხრათ მაგრამ ყველანი ბევრს ვიცინებთ. :)
ვიცმევთ არც ძალიან თბილად და არც ძალიან თხლად.
კომფორტული ფეხსაცმელი და ზურგჩანთა სადაც გექნებათ გამოსაცვლელი მაისური და თბილი ზედა ნუ ძალიან ფეთხუმი თუ ხარ გამოსაცველი შარვალიც.

- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მანქანაში სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლური სასმელების მიღება აკრძალულია.

Ø -- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. თბილისი ვარდების მოედანი (ველოსიპეტის ძეგლთან).

Ø -- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. გორი, მომსახურეობის საგენტოს მიმდებარე ტერიტორია.

Ø -- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. რუსთავი, სასტუმრო ,,რუსთავის'' მიმდებარე ტერიტორია.

.

MEIL: georgia.express.

TEL: () ( VIBER.--Whatsapp), ()

ქვემო ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ

ქვემო ქართლში ტური ჩვეულებრივ ერთდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და მარშრუტი დმანისი–ბოლნისი ან წალკა–დაშბაში; სურვილის შემთხვევაში ღამისთევას მანგლისში ან წალკაში დავამატებთ. თარიღი შეგვატყობინეთ და ჯგუფს ან ინდივიდუალურ გასვლას მოვაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დაბლობში 20–26°, წალკისა და დმანისის ზეგანზე უფრო გრილა.
ივლისი–აგვისტოში მარნეულისა და ბოლნისის ველზე 33–35°-ია, ამიტომ სჯობს წალკის ზეგანი (1500 მ-მდე) და ალგეთის ტყეები — იქ ზაფხულშიც გრილა.
ზამთარში წალკასა და თეთრიწყაროს ზეგანზე ცივა და თოვლი დევს; ბოლნისი და დმანისი ამ დროსაც მისაწვდომია, მაგრამ დღე მოკლეა.

რა ვნახოთ

  • დმანისი — შუა საუკუნეების ნაქალაქარი და არქეოლოგიური ძეგლი, სადაც 1,8 მილიონი წლის ჰომინიდების ნაშთები აღმოაჩინეს; ადგილზე მუზეუმი და ღია გათხრებია
  • ბოლნისის სიონი — V საუკუნის ბაზილიკა, რომელსაც ქართული ასომთავრულის ერთ-ერთი უძველესი წარწერა ამშვენებს
  • დაშბაშის კანიონი — წალკის მახლობლად, ჩანჩქერებით და „ბრილიანტის ხიდით“ — შუშის იატაკიანი ნაგებობით კანიონის თავზე
  • ბირთვისის კანიონი — კლდოვანი ხეობა და შუა საუკუნეების ციხის ნაშთები; ბილიკი 2–3 საათისაა, თბილისიდან საათამდე სავალზე
  • ალგეთის ეროვნული პარკი — ნაძვისა და სოჭის ტყე მანგლისის ზემოთ, ბილიკები და პიკნიკის ადგილები
  • მანგლისი — ძველი კურორტი ფიჭვნარით და XI საუკუნის ტაძრით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან რუსთავამდე 25 კმ-ია, ბოლნისამდე — დაახლოებით 60 კმ (1 საათი), დმანისამდე — 90 კმ-მდე (1,5 საათი), დაშბაშის კანიონამდე — 90–100 კმ (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ძირითადად სამგორისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მანგლისსა და წალკაში — დიდუბიდან.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: რეგიონის ადგილების უმეტესობა თბილისიდან ერთდღიან გასვლაზეა; წალკისკენ — მანგლისისა და თეთრიწყაროს გზით, დმანისისა და ბოლნისისკენ — მარნეულის ტრასით.
სად დავრჩეთ: მანგლისსა და წალკაში — სასტუმროები და კოტეჯები, ბირთვისთან და ალგეთთან — საოჯახო გესტჰაუსები; თბილისთან სიახლოვის გამო ბევრი ღამისთევის გარეშე მიდის.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი კანიონებისთვის, ქუდი და წყალი ზაფხულში, თბილი ზედა წალკაზე.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და მთავარ გზებზე კარგად მუშაობს, კანიონებში ადგილ-ადგილ წყდება.

ქვემო ქართლი: გზამკვლევი
ქვემო ქართლი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ქვემო ქართლის ერთ დღეში ნახვა?
ერთ დღეში ჯდება ან დმანისი და ბოლნისი, ან წალკა და დაშბაშის კანიონი. ორივე მიმართულებისთვის ორი დღე ან ერთი ღამე წალკაში სჯობს.
როგორ მივიდე ბრილიანტის ხიდამდე?
ხიდი დაშბაშის კანიონზეა, წალკის მახლობლად; თბილისიდან მანქანით დაახლოებით 2 საათია. ზემოდან ხიდამდე და კანიონში ჩასასვლელად მოხერხებული ბილიკებია.
რა არის დმანისში სანახავი?
შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევები, სიონის ტაძარი და არქეოლოგიური გათხრების ადგილი მუზეუმით. ზაფხულში გათხრები აქტიურია და ზოგჯერ მკვლევრების მუშაობასაც დაინახავთ.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ალგეთის პარკის მოკლე ბილიკები, დაშბაშის ხიდი და ჩანჩქერები ბავშვებსაც მოსწონთ. ბირთვისის ბილიკი უფრო გრძელია და ციცაბო ადგილები აქვს, პატარებისთვის რთული იქნება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.