რაბათი, ვარძია და სხვა
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
იდეალური პერიოდი იდეალური სანახაობისთვის. სამწუხაროდ ვერ შევხვდებით გველებსა და ხვლიკებს ჩვენს გზაზე. ეს ის დროა, როცა ვარძიას უნდა ესტუმრო. მივიღებთ ყველას, მთავარია კაი "ტიპი" იყო.
ტურის ხანგძლივობა 1 დღე ⌛
დასა-Check-ინებელი ადგილები
✔ რაბათის ციხე
✔ ვარძია
✔ ვანის ქვაბები
ასევე თუ დრო დაგვრჩა იქნება ბონუს BONUS ლოკაციები
გასავლელი მანძილია ცოტა 3:)
გზის სირთულე - მარტივი
❗❗❗ზარმაცებს და მძინარებს ველოდებით 15 წუთი. ⌚ შემდეგ კი გავემართებით ჩვენს გზაზე.
➤ ➤ ჩვენი რეკვიზიტები
1) TBC Pay-ით გადახდის შემთხვევაში
პირადი ნომერი: 47
2) ანგარიშიდან გადმორიცხვის შემთხვევაში TBC - ბანკის ანგარიშზე.
ჩარიცხვამდე აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ზარით ან SMS-ით და ჩაგვაწერინოთ თქვენი სახელი და გვარი გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად.
გასათვალისწინებელი მოვლენები.
1) არ მოვდივართ შეკრების ადგილას ნასვამ/გადამთვრალ/გადმომთვრალ/ნაბახუსევ მდგომარეობაში.
2) არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულის დროს ან მარშრუტში.
3) არავითარ შემთხვევაში არ ვყრით ნაგავს. დაგინებულია ამაზე.
4) არ ვუხვევთ მარშრუტს საკუთარი ნებასურვილით!
5) საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად. ხდება გამონაკლისები, თუ ვინმე გზაში ძირს დაეცემა და ფართხალს დაიწყებს ნუ მსგავსს სულ აღარ სჭირდება კვება და ჩვენ მეტი დაგვრჩება. :)
7) ხელს გამოვაყოლოთ გზისთვის სასუსნავები.
8) თბილი ზედა, თორე უბერავს იქით ცოტა
9) თუ გადავყევით გართობას და თან ყველაფერიც მოვიარეთ შესაძლებელია თბილისში ჩამოსვლა ცოტა დაგვიგვიანდეს.
☣ არავითარ შემთხვევაში არ ვარღვევთ ზემოთ მოხსენებულს წინააღმდეგ შემთხვევაში უჩვენოდ მოგიწევთ გზის გაგძელება.
☀ ვიყოთ ერთად და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ამ დღისგან.
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.