საქველმოქმედო ტური კახეთში
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
,,დაათვალიერე '' გთავაზობთ 1 დღიან ტურს კახეთში
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ვაწყობთ ტურს,რომელიც არის საქველმოქმედო ხასიათის და შემოსული თანხა სრულად დაიხარჯება ქველმოქმედებაში
მსურველებს ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ყველაფერი რაც ოჯახს დასჭირდება მაგ: ტანსაცმელი,ფეხსაცმელი,სათამაშოები,საკვები პროდუქტები.წიგნები და ა.შ.
ყველაფერი დაურიგდებათ მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა: მრავალშვილიან,სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს მეგობრებო
თბილისი 08:00- სპორტის სასახლის მიმდებარე
ტერიტორია სუპერმარკეტ სპარის წინ
ღირსშესანიშნაობები მარშუტზე:
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი
ილიას ტბა
სიღნაღი
ტრანსპორტირება
გამყოლი
ულევი პოზიტივი
საკონტაქტო ნომრები:
გიორგი
მიშო
რეზი
გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში!.
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სიარულისას! (პიკნიკის დროს კი ბატონო, ოღონდ ზომიერად)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
არ ვბილწსიტყვაობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად!
თხოვნა იქნება არავინ არ დააგვიანოს შეკრების ადგილზე!
გელოდებით ყველას ლამაზი დღის გასატარებლად
გადახდილი თანხა, ტურის ჩატარებიდან 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება!
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.