ვარძია-ვანის ქვაბები-ხერთვისი
ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
#შენიზღაპრულიმოგზაურობა
დავუბრუნდით ჩვენს ზღაპრულ მოგზაურობებს ს გარშემო ♥
ნევერლენდი გთავაზობთ 1 დღიან ტურს სამცხე-ჯავახეთში . ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ზღაპრულ ადგილებს
2)ვანის ქვაბები, ვაჰანის ქვაბები — გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში (ასპინძიდან 27 კმ დაშორებით), მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, მის მარჯვენა ნაპირზე.
3) ვარძიის სამონასტრო კომპლექსი - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი, მდებარეობს ს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში. სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წელს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში
წინ გელოდებათ დაუვიწყარი ტური , ახალი მეგობრები, ულამაზესი სანახაობა და რაც მთავარია საუკეთესო ემოციებით აღსავსე დღე ♥
ძირითადი ინფორმაცია :
ფასი მოიცავს:
>ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით
>გიდის მომსახურება
>ფოტო და ვიდეო გადაღება (დრონით)
>პიკნიკი ტურის ბოლოს (კართოფილის ღვეზელები,ლობიანები,ძეხვი,ყველი, პური,კიტრი,პამიდორი,
გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები ''ზომიერად :დ''
ხშირად დასმული კითხვები :
>საიდან გავდივართ? - თბილისი, რუსთაველის მეტროს წინ ველოსიპედის ძეგლიდან დილის 8 საათზე.
>ეციება? - შეძლებისდაგვარად .
>რა ჩავიცვა?- მოხერხებული ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი (ზომიერად).
>რამდენი მივდივართ?-მინიმუმ 20
>უკან როდის ვბრუნდებით- 22 საათიდან 22:30 ამდე
ტურში ჩასაწერად აუცილებელია წინასწარ დარიცხოთ ბეს სახით რათა სიაში გარანტირებული ადგილი დაიკავოთ ^_^
თანხა რომელსაც დარიცხავთ წინასწარ ის უკან არ დაბრუნდება თუ ტურზე წამოსვლას გადაიფიქრებთ. სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ
დეტალებზე დარეკეთ - ანა
ანზორი
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.