national delicacy

შეიცანი საქართველო, სამცხე-ჯავახეთი

  • ID: 28608
  • ნახვები: 13725
complogo
Georgia Tours
დამატებითი ინფორმაცია

 

                       სამცხე-ჯავახეთის გაცნობითი 5 დღიანი ტური

                                                 საველე პირობებში

 

       5 დღის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ და გაეცნობით სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ კულტურულ ძეგლებს, დატკბებით ულამაზესი ბუნებით; დაათვალიერებთ: კლდეში ნაკვეთ ქალაქ-ვარძიას, თმოგვის და ხერთვისის ციხეს, ულამაზეს საფარის სამონასტრო კომპლექსს, ზარზმის ეკლესიას, ჭულევის მონასტერს და სხვა უამრავ ისტორიულ ძეგლებს.  მოინახულებთ ჯავახეთის და ნინოწმინდის ტბებს, მასთან არსებულ მონასტრებს; დააგემოვნებთ თქვენივე დაჭერილ თევზს და მიირთმევთ მესხურ კერძებს.

გასვლა ბათუმიდან 06:00   შეკრების ადგილი შეთანხმებისამებრ

     1. დღე     ადიგენი

    1.გაქვავებული ტყე 

ღირსშესანიშნაობა: გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი წარმოადგენს პლიოცენის პერიოდის განამარხებული ფლორისა და ფაუნის უნიკალურ ადგილსამყოფელს, რომელიც წარმოდგენილია ძეგლის ფარგლებში 3 მონაკვეთზე, ზღვის დონიდან 1600-2100 მ. სიმაღლეზე, ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. საერთო ფართობი ჯამში შეადგენს 365 ჰა-ს.

    

2.ზარზმის ეკლესია,

3.ჭულევის წმ. გიორგის მონასტერი,

4.თრიალას  ტბა

5.უდე, უდის ტაძარი (კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები)

6.თამარის ციხე, თამარის ხიდი

7.აბასთუმნის ეკლესიები (წმ. გიორგის და წმ. მარიამის ეკლესიები, წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია)

8.ასტროფიზიკური ობსერვატორია (ამინდის შესაბამისად დაკვირვება ვარსკვლავებზე)

9.აბასთუმნის გოგირდის აბანოები

ღამისთევა აბასთუმნის სასტუმროში      

     

      II დღე     ჯავახეთი

ფარავნის ტბა (მოქმედი და ისტორიული მონასტრები)

საღამოს ტბა (ისტორიული მონასტერი)

ყაურმის ხიდი (ისტორიული გუმბათის ხიდი)

დაბრუნება ახალქალაქში,  ღამისთევა სასტუმროში.

 

      III დღე      ახალქალაქი

აბულის ციხე (ქოროღლი), ულამაზესი აბულის მთა (დილით ალიონზე ულამაზესი ხედით დატკბობა)

ტაბაწყურის ტბა (დაბანაკება, თევზაობა, კოცონი, მესხური ღვინის დაგემოვნება)

ღამისთევა ტაბაწყურის ტბაზე კარვებში.

         

      IV  დღე      ახალქალაქი - ასპინძა

ხერთვისის ციხე,

წუნდის ტბა,

თმოგვის ციხე,

ვანის ქვაბები,

ვარძია,

უძველესი სოფელი ჭაჭკარი (ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მესხური კერძების დაგემოვნება)

ღამისთევა ვარძიაში (სასტუმროში ან კარავში, თევზაობა და გოგირდის აბანოები სურვილის მიხედვით)

     

               V დღე

              ასპინძა - ახალციხე-ბორჯომი

საფარის წმ. საბა განწმდენდილის სახელობის ეკლესია-მონასტრი,

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო მუზეუმი

ახალციხის ისტორიული ნაწილი რაბათი, ახალციხის ციხე-სიმაგრე, წმ. მარინეს ეკლესია, სინაგოგა.

აწყურის ციხე-სიმაგრე, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.

მწვანე მონასტერი (ბორჯომი)

ბორჯომის მინერალური წყლის წყარო.

              გამგზავრება ბორჯომიდან (საღამოს 18:00 საათზე)

 

              5 დღიან სამცხე-ჯავახეთის ტური-პაკეტში შედის:

კვება სამჯერადი

მესხური კერძების დაგემოვნება

ღამისთევა სასტუმროში (აბასთუმანი)

კარავი, პარალონი, საძილე ტომარა, კარვის ფანარი

ღამისთევა კარვებში, ვარძია (სურვილის შემთხვევაში ღამისთევა სასტურმოში + 20 ლარი           1 ადამიანზე)

ვარძიის (გიდის დაქირავება), ობსერვატორიის (გიდის დაქირავება), 

ტრანსპორტირება

 

 

       5 დღიანი  ტურ-პაკეტის ღირებულება შეადგენს:

      ფასი:  1 ადამიანზე  500 ლ     (კვებით)

მინიმალური რაოდენობა 6 ადამიანი, მაქსიმალურზე შეზღუდვა არ არის

ფასში არ შედის გიდი და ალკოჰოლური სასმელი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე500.00
Georgia Tours