ლომის მთა - მარტი
ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
Details
ორგანიზატორი: ჰანსენ ტურს
რეგიონი: ბორჯომ-ხარაგაული
კატეგორია: რთული
ღირსშესანიშნაობანნი:
* ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
* ლიკანის ხეობა
* ლომის მთა (2188 მ)
* ლომის მთის წმინდა გიორგის სალოცავი
ფეხით გასავლელი მანძილი:
* 34კმ (ჯამში)
*
* ტურის ღრებულებაში არ შედის კვება (საკვები მოგვაქვს ინდივიდულაურად 2 დღის სამყოფი)
გასათვალისწინებელი პირობები ფინანსურ მხარეზე:
* თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადა
* გადაფიქრების შემთხვევაში, გადახდილი თანხა ჩარიცხვის ბოლო ვადის შემდეგ, უკან აღარ ბრუნდება
სხვა გასათვალისწინებელი პირობები:
* ძირითად წამსვლელთა სიაში მოხვედრა მხოლოდ თანხის ჩარიცხვის შემდეგ ხდება
რეკვიზიტები:
* ბანკი: თი ბი სი ბანკი
* მიმღები: ლაშა ხოსროშვილი
* დანიშნულება: ლომის მთა (სახელი და გვარი)
რისკები და საფრთხეები:
* ნისლი და ჭირი მაგას
* ჩვენ ერთად ვართ მთავარია, მერე რა რომ ზამთარია
* ბუნების სილამაზით გამოწვეული შფოთი, ეიფორია, უძილობა.
* ირემი, ციყვი, დათვი, მგელი, ტურა, მელა... ცხოველია ყველა
სპეციალურად წუწუნა ტურისტებისთვის გვაქვს "წუწუნპაკეტები"
. - იშვიათი წუწუნი
. - წუწუნი მხოლოდ აღმართებზე
. - წუწუნი აღმართებზე, ვაკეზე და ამინდზე.
. - ულიმიტო წუწუნი. იწუწუნე მეგობრებთან ერთად ^_^
* საჭირო აღჭურვილობა ღამის გასათევად:
სძილე ტომარა (-10 გრადუსიანი მინიმუმ)
პარალონი
24/7 - ზე ქოლ ცენტრი :
ლაშა:
ანნა:
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.