ლამპრობა სვანეთში- თებერვალი დარჩენილია ადგილი
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
დღე 1:
დილის 04:30 შეკრება სასტუმრო რედისონთან ველოსიპედის ძეგლის წინ. გასვლა 05:00
11:00 ენგურჰესის ნახვა
13:00 განთავსება სასტუმროში დასვენება
14:00 ვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს
15:00 მარგიანების მუზეუმი
16:00 ხერგიანების მუზეუმი
დღე 2:
11:00 ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტზე ასვლა საბაგირო გზით და ვნახავთ ულამაზეს ხედებს თეთნულდზე და მესტიაზე გადავიღებთ სურათებს. დარჩენილი დროს გამოვიყენებთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე სასრიალოდ
საღამოთი კი დავესწრებით ლამპრობის დღესასწაულს.
დღე 3:
11:00 გავდივართ თეთნულდის მიმართულებით 14:30 საათამდე თავისუფალი დრო სასრიალოდ ხედების დასათვარიელებლად და სურათების გადასაღებად.
15:30 ლატალის მაცხვარიშის სახელობის ეკლესია სადაც ერთადერთი ფრესკაა შემორჩენი რომელიც ასახავს დემეტრე პირველის გამეფების სცენას .
იონა წინასწარ მეტყველის სახელობის ეკლესია..
გამომგზავრება თბილისისაკენ 17:00
თბილისში ჩამოსვლა 24:00
1. მგზავრობა
2. გამოცდილი გიდი
3.კომფორტული საოჯახო სასტუმრო
კვება- ამ საკითხს ტურის ყველა მონაწილე აგვარებს ინდივიდუალურად.
ტურის დასაჯავშნათ მოგვწერეთ ან დარეკეთ გიორგი
იაკობი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.