ლამპრობა და ვალენტინობა სვანეთში
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შეკრების ადგილი:
ქ.თბილისი. რუსთაველი, სასტუმრო რედისონთან (ველოსიპედის წინ) ღამის 02.00 სთ.
შესაძლებელია მსურველების წაყვანა ქუთაისიდანაც ..
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
1)ენგურის წყალსაცავს
2)მესტიის ეროვნული მუზეუმი
3)მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
4)სიყვარულის კოშკი
5)მჟავე წყლები
6)ერთი ღამე უშგულში ძალიან კომფორტულ სასტუმროში
ტურის მთავარი კულმინაციაა:
ტურის ღიერებულება
1) მგზავრობა კომფორტული მიკროვტობუსით
2) გიდი
3) ფოტოგრაფი
4) 1 ღამის გათევა ძალიან კომფორტულ სასტუმროში, მესტიაში სადაც ყველა ნომერი 2 ადგილიანი გვაქვს დაჯავშნილი. თავისი აბაზანით WiFi-ით, საუკეთესო ხედები ყველა ნომრიდან და სრული კომფორტით.. და ასევე მეორე ღამე ულამაზეს უშგულში მდებარე სასტუმროში.
5) საუზმე, ჩაი, ყავა, კვერცხი ხაჭაპური.
6) ვახშამი უგემრიელესი სვანური კერძებით ლამპრობის დღესასწაულზე.
საბაგიროთი სარგებლობა.
და მუზეუმში შესასვლელი მოსაკრებელი.
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.