დღიანი ტური სვანეთში ლამპრობის დღესასწაულზე
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
"ლამპრობა" სვანეთში - მისტიკური ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო"
---------------------------------------------------------------------------------
ტურის განრიგი:
13:30 საათზე ჩასვლა მესტიაში, დაბინავება სასტუმროში, დასვენება.
15:30 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
მესტიის ეროვნულ მუზეუმს (მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები. პ.ს. მონახულება ადგილობრივი გიდის თანხლებით)
მარგიანების საგვარეულო კოშკს და მუზეუმს,რომელიც წარმოადგენს ძველ სვანურ საცხოვრებელ სახლს. სახლი სავსეა მთელი თავისი აღჭურვილობით: მარანი, დილეგები, საყოფაცხოვრებო ნივთები, კოშკი და სხვა.
19:00 საათიდან თავისუფალი დრო.
მესტიის ცენტრში ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და დატკბეთ ცოცხალი მუსიკით.
09:30 საათიდან ვიწყებთ მეორე დღის ტურს.
სამთო - სათხილამურო კურორტი თეთნულდი - საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის. (ულამაზესი პანორამული ხედები) - 10:15 საათიდან -15:15 საათამდე
16:00 საათზე დაბრუნება მესტიაში და მონახულება:
მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმის
ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ორსართულიანი ეკლესია
18:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში და დღის კულმინაცია - ლამპრობის დღესასწაული.
"ლამპრობა" რამდენიმე მნიშვნელობას ატარებს. ერთ-ერთი სიმბოლო კი გულისხმობდა - რამდენი ლამპარიც გამოვიდოდა სოფელში თუ თემში, მათ იმდენი პოტენციური ჯარისკაცი ეყოლებოდათ.
დღესასწაულის დღევანდელი ტრადიციაც სწორედ აქედან იღებს სათავეს. ღამით, ანთებული ლამპრებით მამაკაცები ტაძრის ეზოში იკრიბებიან, სადაც მახვში სალოცავ სიტყვას წარმოთქვამს და გუნდიც საგალობლებს ასრულებს. ეს ყველაფერი კი ძალიან მისტიური და შთამბეჭდავია.
10:30 საათიდან ვიწყებთ ტურს:
ასვლა კურორტ ჰაწვალზე (შეგიძლიათ გაისერნოთ საბაგიროებით, ზღვის დონიდან 2600 მეტრზე მდებარე კაფეში დააგემოვნოთ ადგილობრივი კუბდარი და (თუ ამინდი გაგვიმართლებს) დატკბეთ უშბის ხედებით) - 11:00 საათიდან - 14:00 საათამდე.
გამომგზავრება თბილისისკენ (გზად მოვინახულებთ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს.)
თბილისში დაბრუნების დრო გახლავთ 23:40 საათი.
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
სასტუმრო (ორი ღამე) -
გიდი
-------------------------------------------------------------------------------------
* მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.