ახალი წელი თბილიში
ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
დღე 1: ჩამოფრენა თბილისში. ტრანსფერი სასტუმროში. ღამისთევა თბილისში.
დღე 2: საუზმე სასტუმროში. საუზმის შემდეგ თბილისის ტური. მოვინახულებთ მეტეხის ეკლესიას და ხიდს, ნარიყალა, აბანოთუბანი, ქართლის დედა, სიონის საკათედრო ტაძარი, სინაგოგა. ლანჩი რესტორანში.
საღამოს ვახშამი რესტორანში
ღამის ტური თბილისში.
ღამისთევა თბილიში.
დღე 3: საუზმე სასტუმროში, დღეს ჩვენ ვინახულებთ ქალაქ მუზეუმ მცხეთას, სადაც არის სვეტიცხოვლის ტაძარი, და ვინახულებთ ასევე ჯვრის მონასტერს საიდანაც ულამაზესი ხედი მოჩანს მდ. მტკვრისა და მდ. არაგვის.
თავისუპალი დრო თბილიში
საღამოს ვახშამი რესტორანში. ფოლკლორით.
შეხვედრა ახალი წლის თავისუპლების მოედანზე, სადაც გრანდიოზული კონცერტი იქნება და ასევე 00:00 ზე იქნება ულამაზესი სანახაობა ფეევერკების.
ღამისთევა თბილისში.
დღე 4: საუზმე სასრუმროში. დღეს ჩვენ გავემართებით კახეთში. სადაც ვინახულებთ სიყვარულის ქალაქ სიღნაღს, და გვექნება სადილი ქართულ ტრადიციულ ოჯახში. დავაგემოვნებთ საახალწლო სუპრის აუცილებელ ატრიბუტს, ჩურჩხელასა და გოზინაყს.
დაბრუნება თბილიშ, თავისუფალი დრო.
ვახშამი რესტორანში
ღამისთევა თბილიში.
დღე 5: საუზმე სასტუმროში.
თავისუპალი დღე: (სურვილის შემთხვევაში საშოპინგოდ წაყვანა extra)
ღამისთევა თბილისში.
დღე 6: საუზმე სასტუმროში.
12:00 check-out
თავისუფალი დრო
საღამოს ტრანსფერი აეროპორტში
თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ
თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.
რა ვნახოთ
- ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
- ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
- მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
- რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
- სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
- მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას
როგორ მივიდეთ
ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.