დღიანი ტური სვანეთში
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
1 დღე
05;30-06:00 ვიკრიბებით ვარდების მოედანზე, ველოსიპედთან
14:00 ჩასვლა მესტიაში, სასტუმროში დაბინავება
15:00 სადილი სასტუმროში
16:00 მარგიანის სახლ-მუზეუმი
ხერგიანის სახლ-მუზეუმი
ლაღამის მონასტერი
მესტიის ძველი უბნის დათვალიერება
19:00 სასტუმროში დაბრუნება და ვახშამი
თავისუფალი დრო
2 დღე
09:00 საუზმე
10:30 მესტიის მუზეუმის დათვალიერება
12:00 გასვლა ჰაწვალში, საბაგიროთი ასვლა ზურულდზე, სამხარი რესტორანში
17:00 დაბრუნება მესტიაში
17:30 გასვლა მჟავე წყლებზე
19:00 ვახშამი
თავისუფალი დრო
3 დღე
09:00 საუზმე
11:00 თეთნულდის სამთო-სათხილამურო ტრასის მონახულება, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები თეთნულდზე და უშბაზე
15:00 სამხარი უღვირის ტბაზე
16:00 დაბრუნება მესტიაში
19:00 ვახშამი ტრადიციული სვანური კერძებით.
4 დღე 08:00 გამოსვლა მესტიიდან.
სასსტუმრო 3 ღამე 2 ჯერადი კვებით და შუადღის სამხარით
საბაგიროს და მუზეუმების მოსაკრებელი.
ტრანსპორტირება თეთნულდზე, ჰაწვალში და უღვირის ტბაზე.
ვახშამი ტრადიციული კერძებით.
ფოტო გადაღება
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
1)დაუშვებელია დაგვიანება, დაგვიანების შემთხვევაში ტრანსპორტი არ დაგელოდებათ
2) დაუშვებელია მგზავრობისას ნასვამ მდგომარეობაში წამოსვლა
3) თბილი ტანსაცმელი და პრაქტიკული ზამთრის ფეხსაცმელი.
ტურის გაუქმება შესაძლებელია გამგზავრებამდე სამი დღით ადრე.
სასტუმრო:Hotel Svaneti
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.