ზამთრის სეზონის გახსნა ბაკურიანში!!!
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
❂ ❂ ❂ ზამთრის სეზონის გახსნა ❂ ❂ ❂
ტურისტული კომპანიის "Around Georgia"-სგან.
გაატარეთ ერთი დღე ზღაპრულ სამყაროში.
• 09:00 გამგზავრება ბაკურიანის მიმართულებით
• 22:00 დაბრუნება თბილისში
კომპანიის მომსახურება:
✽ ტრანსპორტირება;
✽ კვება;
✽ ფოტოგრაფის მომსახურება;
✽ საჩუქარი კომპანიისგან;
✽ უამრავი დადებითი ემოცია და ბედნიერად გატარებული ერთი დღე ^^
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ღინისძიებები:
░ ბავშვებისათვის სპეციალური გასართობი პროგრამა და წარმოდგენები
░ უფროსებისათვის სხვადასხვა შეჯიბრებები
░ სახალისო აქტივობები
░ ბევრი უფასო სასმელი
░ საჩუქრები და კარგი მუსიკა მთელი დღის განმავლობაში.
დაგეგმილი ღონისძიებები:
14:00 საშობაო ბაზრის გახსნა
15:00 მხიარული შეჯიბრებები
15:30 შეჯიბრებები მშობელთათვის
16:00 ყინულის მოედანი
16:30 ანიმატორების შოუ
17:00 კონცერტი
18:00 ნაძვის ხის საზეიმო მორთვა
ქართულად
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.