ოქტომბერი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და ნინოწმინდის მონასტერი
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით/მინივენით;
ფოტოგადაღება;
გამყოლის/გიდის მომსახურება.
კვება.
ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან (რუსთავის მიკროავტობუსების გაჩერების მიმდებარედ) 09:30-დან;
გასვლა თბილისიდან 10:00 საათზე;
11:00-11:45 ნინოწმინდის მონასტრის მონახულება;
13:30-17:00 დავით გარეჯის კომპლექსის დათვალიერება;
17:00 დაბრუნება თბილისში.
თანხა უნდა გადმოირიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“ , ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების სახელი: შპს ვანდერლუსტ ჯორჯია
დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ნომერი.
წამომსვლელთა საყურადღებოდ!
არ ვაგვიანებთ!
შეკრების ადგილას ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება აკრძალულია!
ტური მოიცავს ფეხით გასავლელ მანძილს 3 კილომეტრამდე უდაბნოს მონასტრამდე და უკან. გთხოვთ იქონიოთ შესაბამისი ფეხსაცმელი და მოსახერხებელი ტანსაცმელი!
კვებაზე ვზრუნავთ ინდივიდუალურად!
თანხა უნდა გადმოირიცხოს ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე. არწამოსვლის შემთხვევაში, თანხა უკან არ დაბრუნდება.
კომპანია იტოვებს უფლებას გააუქმოს ტური უამინდობის ან/და საგზაო მდგომარეობის გაუარესობის გამო!
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.