national delicacy

სვანეთი უნდა ნახო გიორგი კეკელიძესთან ერთად

  • ID: 24713
  • ნახვები: 7578
complogo
თრეველ სტუდიო
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/10/16
    დაბრუნება
    • 16/10/16
დამატებითი ინფორმაცია

The Game of Thrones-ის კუთხე 
15-16 ოქტომბერი;შაბათი,კვირა.

� სვანეთი ლეგენდების მხარეა. ყოველი აქ გატარებული დღე იმდენად დიდი დღესასწაულია, დამსვენებელს ძილის სურვილს დაუკარგავს.

� ამიტომ წამოსვლამდე კარგად გამოიძინეთ, უთენია, 06:00-ზე გამორჩეულად ნიჭიერ პოეტ გიორგი კეკელიძესთან ერთად ჩვენი ქვეყნის მარგალიტის-სვანეთის სანახავად მივდივართ.
ზუგდიდამდე გამოძინებასაც მოასწრებთ, აქედან კი ძილი დიდი დანაშაულია - ენგურჰესთან შევჩერდებით, რადგან სულის მოთქმა გზას კი არა ემოციებს სჭირდება. აი, სწორედ ახლა იწყება თავგადასავალი,ჩვენ სვანეთის მიწაზეშევდგით ფეხი და გიორგი კეკელიძესთან ერთად,თქვენ სულ სხვა სვანეთში -The Game of Thrones-ის სამყაროში იმოგზაურებთ.
ბეჩოს სრულიად უნიკალური ხეობის ნახვა გარდაუვალია - უშბის წვერიდან მომავალი სიოს ჩასუნთქვა ინჰალაციის ყველაზე ძველი მეთოდია. თქვენ მას უსასყიდლოდ მიიღებთ.
მესტიაში ადრეულ საღამოს, ახალი ენერგიით სავსენი გიორგი კეკელიძესთან ერთად დავბანაკდებით, მერე რა რომ სვანეთში ვართ, გურული დღიურების დაწერის ისტორიის მოსმენა აქაც საინტერესო იქნება და ვინ იცის, იქნებ ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ წერტილში, ახალი დღიურებიც გამოცხვეს � ... 
➡ მეორე დღე უშგულისაა. უშგული მხოლოდ სვანეთის კი არა, საქართველოს სადედოფლო გვირგვინია. უშგულამდე გზა 45 კილომეტრია, მაგრამ აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაცაა სანახავი, ამიტომ გზის გავლას 3 საათს მოვანდომებთ.
წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მონახულება ნებაყოფლობითია, სიყვარულის კოშკთან ფოტოს გადაღება კი - აუცილებელი. 
ჩაჟაშის გამოჩენისას, თუ სუნთქვის უკმარისობა იგრძენით, ზღვის დონიდან 2200 მეტრს ნუ დააბრალებთ, უშგულმა ასე იცის. პულსის შემოწმებასაც ნუ იჩქარებთ, დრო ცოტაა, ლამარიას ნახვა და ფოტოების გადაღება უნდა მოვასწროთ. ასეთი ფერის სვანეთი ბევრს უნახავს, გგონიათ?

� ადგილობრივი კუბდარი სულ სხვაა. ალალი და კიდევ უფრო გემრიელი, ვიდრე აქამდე გაგისინჯავთ. 
რა დაგღლით ცხრათავიანი შხარას ცქერით, მაგრამ უკანა გზაც იგივეა, მეტიც, ჩვენ თბილისში ვბრუნდებით, ამიტომ დაიმახსოვრეთ საკუთარი შეგრძნებები - მოსაყოლი ძალიან ბევრი გაქვთ.
„სვანეთის მუზეუმის“ დათვალიერება ნებაყოფლობითია, მაგრამ არნახვა აღსარებაში მოინანიეთ. 

მთლიანი ტურის ღირებულება 175 ლარი.
ღირებულებაში შედის:
პოეტ და პროზაიკოს გიორგი კეკელიძესთან ერთად საქართველოს გვირგვინის - სვანეთის მონახულება;
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით;
განთავსება სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლში საუზმით;
ლანჩი - 2 -ჯერ (თბილისიდან და უშგულიდან);
ტრადიციული სვანური კერძების ვახშამი და მასტერკლასი
მესტიაში;

ტურის ღირებულებაში არ შედის:
მუზეუმის ბილეთები

*3 ბილეთის შეძენის შემთხვევაში, ტურის ღირებულება შეადგენს მხოლოდ 165 ლარს

*ტურში წამომსვლელთა რაოდენობა შეზღუდულია ჯავშნები მიიღება მხოლოდ 10 ოქტომბრამდე...

დასაჯავშნად/დეტალური ინფორმაციისთვის 
�➡ დაგვიკავშირდით: 591 97 10 02; 597 007 224; 
� info@travelstudio.ge
➡ თბილისი, ვერა, ბარნოვის 49 (ჩინეთის საელჩოს წინ) 
� გადახდა შესაძლებელია ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით: სს "საქართველოს ბანკი": GE47BG0000000732601000
დანიშნულება: ტური სვანეთში.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე175.00
თრეველ სტუდიო
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/10/16
    დაბრუნება
    • 16/10/16
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა