სვანეთის ტური
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურშუ შედის:
1. ენგურჰესი
2. ლენჯერის მთავარანგელოზის ტაძარი
3. ლატალის იონა წინასწარმეტყველის ტაძარი( წმინდანის სახელბის ერთადერთი ტაძარია ში)
4. მესტიის ეროვნული მუზეუმი
5. მჟავე წყლები
6. კურორტი ჰაწვალი( შესაძლებლობა გექნებათ საბაგიროებით გასეირნების, ადგილობრივი კუბდარის დაგემოვნების და ასევე თეთნულდის და უშბის ხედებით დატკბეთ)
ღამისთევა მესტაში საოჯახო ტიპის სასტუმროში
8:30საუზმე
1. მარგიანების კოშიკი და მუზეუმი
2. მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმი
3. ლაღამის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
4. ჭალადიდის მყინვარი - მდ. მესტიაჭალის სათავე( ფეხით სასიარული მანძილი -5კმ)
5. ხეს წინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი
6. სიყვარულის კოშკი
7. სოფელი კალას კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარი
ღამისთევა უშგულში, საოჯახო ტიპის სასტუმროში
8:30 საუზმე
1. უშგული (ზღვის დონიდან 2200მ, ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლება)
2. ლამარიას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი IX-X საუკუნე
3. უშგულიდან შხარას ძირისკენ 1 საათიანი საფეხმავლო ტური ( სირთულე - მარტივი)
4. უშგულის ეროვნული მუზეუმი
18 : 00 სთ გამომგზავრება თბილისში
* კომფორტული მიკროავტობუსით ტრანსპორტირება
* გამყოლი
* საოჯახო ტიპის სასტუმრო (მესტიაში და უშგულში)
* 2 დღე - საუზმე
* ჰაწვალზე ასასვლელი ბილეთები
* გაითვალისწინეთ ჩარიცხული თანხა 3 დღით ადრე არ ბრუნდება
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.