national delicacy

სათავგადასავლო ტურის და საშინელებათა ჟანრის ფილმების მოყვარულთა საყურადღებოდ!

  • ID: 23955
  • ნახვები: 10539
complogo
თრეველ სტუდიო
დამატებითი ინფორმაცია

სათავგადასავლო ტურის და საშინელებათა ჟანრის ფილმების მოყვარულთა საყურადღებოდ!

აწყურის ციხე ბესო ხვედელიძესთან ერთად უნდა ნახო

 

გინახავს ყველაზე საშიში ფილმი შუაღამის აწყურის ციხესთან?

 

თუ შენ მოჩვენებების არ გეშინია, აიღე საკუთარი საძილე ტომარა და გამოგვყევი! კარვების ქალაქს ჩვენ დაგახვედრებთ, ცეცხლს აგინთებთ, მწვადს ერთად შევწვავთ, ცოტაოდენ არაყს და ლუდსაც ჩვენ წამოვიღებთ და როცა დაღამდება, ფანრებს დაგირიგებთ მოჩვენებების და სხვა, საგანგებოდ თქვენთვის შექმნილი წინააღმდეგობების საძებნად და გადასალახად.

 

ამბობენ, ცნობილი მოჩვენებები ყველაზე ლამაზი ციხე-სიმაგრეების ქონგურებზე ათევენ ღამესო.

 

ერთად მოვძებნოთ!

 

ვინც იპოვის ეროვნული გმირია, ამიტომ სოლიდური პრიზი გადაეცემა. ვინც სახალისო თამაშში არ ჩაერთვება, ის კინობანაკში დაგეგმილ ღამის კინოჩვენებაზე დასასწრებ ბილეთს ვერ მიიღებს და მოჩვენებებზე გადაღებულ ყველაზე საშიშ ფილმს კოცონთან, ჩვენთან ერთად ვერ ნახავს და ვერც სამცხე საქართველოსთვის მოხალულ პოპკორნს დააგემოვნებს.

 

თქვენი ადრენალინის დიდი დოზა და უცნაური თავგადასავალი დაზღვეულია “იმედი L”-ის სამოგზაურო დაზღვევით!

 

ტურში შედის:

 

ბორჯომ პარკში სამკურნალო წყლების დაგემოვნება.

 

მწვანე მონასტრის მონახულება.

 

აწყურის ციხეზე ხეტიალი.

 

2 კაციან კარავში 1 ადგილი.

 

პარალონი

 

პლედი, ბალიში

 

გაწყობილი ჩილიმი ატმისა და ფორთოხლის არომატით

 

კვება

 

სასმელი წყალი

 

ყავა-ჩაი/ტკბილეული

 

მზესუმზირაც, ფანრებიც და თოკებიც 

 

ღიაკინოჩვენების ბილეთები.

 

სრულიად საშიში და სრულიად არასაშიში ფილმების ნახვა.

 

ტურში არ შედის:

საძილე ტომარა

საწვიმარი

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე70.00
თრეველ სტუდიო