national delicacy

გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას ზღაპრულ სვანეთში.

  • ID: 23894
  • ნახვები: 9854
complogo
მოგზაურთა კლუბი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/09/16
    დაბრუნება
    • 25/09/16
დამატებითი ინფორმაცია

ტურის თარიღი: 23-24-25 სექტემბერი

მარშრუტი: თბილისი -ენგურის ხეობა-ენგურის გადასახედი- მესტია-ქორულდის ტბები-ჰაწვალი - უშგული- მყინვარი (ჭალაადის ყინულვარდნილი)-ზუგდიდი-თბილისი.

შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, ვარდების მოედნიდან 22 სექტემბერი  23:55

მანძილი: ერთი მიმართულებით 500 კმ. 

მათთვისვისაცჯერკიდევარუნახავსსვანეთისსილამაზე, ანვინცუკვენამყოფიასვანეთშიდამოენატრა; ყველასვთავაზობთდაუვიწყარმოგზაურობასზღაპრულსვანეთში.

 

  • 1 პერსონა კვების გარეშე --120 ლარი 
  • 1 პერსონა საუზმით  –170 ლარი 
  • 1 პერსონა საუზმით -185 ლარი 
  • 1 პერსონა 2-ჯერადი კვებით -- 190 ლარი 
  • 1 პერსონა 3-ჯერადი კვებით --205 ლარი 

ტურის სახეობა: სათავგადასავლო შემეცნებითი.

 

ტურის დეტალური აღწერა:

23 სექტემბერი - თბილისი -ლატალი(მაცხვარიშის XI-XII საუკუნის ტაძარი და იენაშის -იოანე წინასწარმეტყველის XII-XIV საუკუნის ტაძარი.) მესტია - მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი- ჰაწვალი - ქორულდის ტბები. ( უამინდობის შემთხვევაში ჰაწვალის ნაცვლად მარგიანების სახლმუზეუმი) 
07:00 ლატალი - მოვინახულებთ მაცხვარიშის(მაცხოვრის)სახელობის ტაძარს და იენაშის(იოანე წინასწარმეტყველის)სახელობის ეკლესიას 
08:00 დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში. საუზმე,თავისუფალი დრო. 
09:00 სურვილის შემთხვევაში დელიკებით გავემგზავრებით ულამაზესი ქორულდის ტბების მოსანახულებლად,დამატებით დელიკას მომსახურებაში გადავიხდით დაახლოებით 30 ლარს -ჯგუფის რაოდენობიდან გამომდინარე (ან თავისუფალი დრო 15:00 საათამდე). 
15 :00 მესტია-მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს .შემდეგ კი გავემგზავრებით ჰაწვალის მთის მიმართულებით (სამთო-სათხილამურო ტრასა).გავისეირნებთ საბაგიროთი საიდანაც იშლება მწვერვალ ,,უშბას’’და ,,თეთნულდის“ულამაზესი პანორამული ხედები.  უშბისა და თეთნულდის ხედების ფონზე შეგეძლებათ ულამაზესი ფოტოების გადაღება და ასევე შეგიძლიათ ისადილოთ. 
18:00 ჩამოვალთ მესტიაში და დავათვალიერებთ სვანურ კოშკებს, დაბინავება საოჯახო სასტუმროში 
ვახშამი.

 

24 სექტემბერი - უშგული 

ვნახავთ: სიყვარულის კოშკს, უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლამარიას ეკლესიას, 
08:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში 
08:30 გამგზავრება უშგულის მიმართულებით. 
10:00 გზად, სოფელი ფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა
12:00 უშგული . ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.მოვილოცავთ,, ლამარია“-ს,IX-Xსაუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში. 
ეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. დასავლეთით აქვს სტოა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.  ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავადი - ფუთა დადეშქელიანი.  გექნებათ შესაძლებლობა ისადილოთ და დააგემოვნოთ კუბდარი. 
16:00 სოფელი კალა სადაც ვნახავთ ლაგურკისანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ის მხატვრობა). 
20:00 ვახშამი და ღამისთევა საოჯახო სასტუმროში

 

25 სექტემბერი:  მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი).ზუგდიდი -ტური დადიანების სასახლეში 
07:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში. 
7:30 საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ულამაზესი ჭალაადის ყინულვარდნილის მოსანახულებლად. სალაშქრო მანძილი 5კმ ორი გზა.დამატებით 15 ლარს გადავიხდით ტრანსპორტის მომსახურებაში. 
12:30 გავემგზავრებით თბილისის მიმართულებით. 
14:30 მოვინახულებთ ულამაზეს ენგურის გადასახედს . 
15:30 ტური ,, ზუგდიდში“ (დადიანების სასახლე) 
16:30 გავემგზავრებით თბილისში 

23:00 თბილისი. სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებული დროის შემდეგ დიდი შთაბეჭდილებებითა ერთმანეთთან დამეგობრების შემდეგ დავემშვიდობებით ერთმანეთს.

 

ტურის ღირებულებაში შედის:

·         სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკრო ავტობუსი

·         საოჯახო სასტუმროში განთავსება კვებით ან კვების გარეშე სურვილის მიხედვით ფასიდან გამომდინარე

·         პროფესიონალი გამყოლის მომსახურება

·         ფოტო გადაღება

 

ღირებულებაში არ შედის:

·         საბაგიროთი გასეირნება დამატებით 5 ლარი

·         მუზეუმში შესვლის საფასურები

·         გზის კვება

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით +995 592 56 50 50

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე95.00
მოგზაურთა კლუბი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/09/16
    დაბრუნება
    • 25/09/16
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა