ორდღიანი ჯიპ-ტური გომის მთაზე (- სექტემბერი)
ფოტო: Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ადგილი სადაც ერთმანეთს ერწყმის ზღვისა და მთის ჰაერი. მთები ალპური მინდვრებით, უეცრად ჩამოწოლილი ნისლი..
ადგილი, სადაც ცა და დედამიწა ერთდება და გონება ისვენებს ბრწყინვალე სანახაობით. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ გომის მთაზე, გურიის მთებში, ამას ვერასოდეს დაივიწყებთ.
-------------------------------------------------------------------------------------
მოგზაურობა:
დრო: წავლა - დილის 6:00, ჩამოსვლა საღამოს12:00
შეკრების ადგილი: (დიდუბეში, სამთო ქიმიასთან)
სატრანსპორტო საშუალება: მიცუბიში დელიკა 4x4
მინიმალური რაოდენობა 6 მგზავრი
მოვინახულებთ:
1 დღე
1. ჯიხეთის დედათა მონასტერი (XIX ს)
2. შემოქმედის მაცხოვრის სახელობის ტაძარი
(XII ს)
3.შემოქმედის ფერისცვალების სახელობის ტაძარი (XVI ს)
4. გომის მთაზე ასვლა და დაბანაკება
2 დღე
1. დილით გომის მთაზე ულამაზესი პანორამული ხედებით ტკბობა.
2.ჩასვლა ურეკში, თავისუფალი დრო ზღვაზე
3.თბილისისკენ გამომგზავრება
• ტრანპორტირება მიცუბიში დელიკით 4x4
• კვალიფიციური გიდი
• ფოტოგადაღება
• კოტეჯში განთავსება
• საძილე ინვენტარი - საძილე ტომარა, პარალონი
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.