ველოტური მიტარბის ხეობაშ
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მიტარბის ხეობა
1.ველოსიპედებით უზრუნველყოფა
2..მიკროავტობუსით მომსახურება ( გასვლა და დაბრუნება თბილისში)
3. ველომზიდით კომფორტული ტრანსპორტირება ველოსიპედების
4. დამცავი აღჭურვილობა ( ჩაფხუტი )
5.გიდი >ინსტრუქტორის<
6. კვება >პიკნიკი ბუნებაში<
.ტურის აღწერა
8:00.სთ თბილისიდან მივემგზავრებით მიკრავტობუსით ბაკურიანის მიმართულებით. დაახლოებით 11:45.სთ ბაკურიანში 10 წუთიანი ინსტრუქტაჟის შემდეგ გიდის თანხლებით გადავდივართ მიტარბის ხეობაში. ხეობას ჩავივლით მოწესრიგებული სვლით დაბალი სიჩქარით რის შემდეგაც გადავლახავთ მდინარე გუჯარულას და ავუყვებით გზას ტიმოთეს უბნისკენ სადაც მოვინახულებთ ხვთიშობლი მიძინების სახელობის ტაძარს. მცირედით შევისვენებთ და გავემართებით წაღვერის მიმართულებით. გზად შეგვეძლება პიკნიკის მოსაწყობათ შევჩერდეთ მდინარე გუჯარულასთან. ფინიში >წაღვერი<
გასათვალისწინებელი პირობები წესები რომელსაც ვემორჩილებით:
1. სრულად ვითვალისწინებთ და ვემორჩლებით ისნტრუქტორის ( რჩევებს და ინსტრუქტაჯს ) წინააღმდეგ შემთხვევაში ვწყვეტთ მონაწილეობას!
2. არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
3. საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად
4. წამოსვლისას არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე, ხოლო სრულწლოვნებმა უნდა იქონიოდ პირადობის მოწმობა!
გზის სირთულე მარტივი გრუნტის 85% გზა ნაწილობრვ ასფალტის 15%
23 კილომეტრი
საკუთარი ველოსიპედით სარგებლობის შემთხვევაში .
ადგილების დაჯავშნა ხდება წინასწარ, თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე!
მიმღები: ბექა ირემაშვილი
გთხოვთ თანხის გადახდამდე გადვიკავშირდეთ.
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.