დღიანი ტური სვანეთში. DARCHENILIA ADGILI!!!! ICHQARET
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
რაჭა გთავაზობთ სვანეთის 3 დღიან დაუვიწყარ ტურს
ტრანსპორტირება (სპრინტერის კომფორტული მიკრო ავტობუსით)
გიდი
თარჯიმანი (მოთხოვნისამებრ)
სასტუმროში განთავსება
ფოტოგადაღება
ქორულდის ტბაზე ასვლა (დელიკებით)
ჭალაიდის მყინვარზე ასვლა.
ყავა/ჩაი
ტკბილეული
ტურის პროგრამა:
პირველი დღე:
მესტიაში შასვლა
სასტუმროში განთავსება
ჰაწვალი
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
მჟავე წყლები
მეორე დღე:
მეორე დღეს გველოდება ცოტა დამღლელი და დაუვიწყარი სანახაობა.
ქორულდის ტბა (ლაშქრობა)
ჭალაიდის მყინვარი (ლაშქრობა)
მეორე დღე ეთმობა მთლიანად ქორულდის ტბას და ჭალაიდის მყინვარს რადგანაც ფეხით არის სასიარულო.
ლაშქრობის შემდეგ გვექნება თავისუფალი დრო. (პიკნიკი მწვადის შეწვა ბუნებაში)
მესამე დღე:
სოფ. უშგული
სოფ. ლატალი (მოვინახულებთ ეკლესიებს
იონა წინასწარმეტყველის,
მაცხოვარის,
მთავარ ანგელოზის და
წმინდა გიორგის )
ექსკლუზიურად ჩვენი ტურისტებისთვის მოვინახულებთ და მოვილოცებით წმინდა გიორგის ხატთან რომლითაც დალოცეს წმინდა მეფე თამარი მეფედ კურთხევისას.
შემდგეგ ვბრუნდებით თბილისში
გიორგი.
ლაშა.
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.