national delicacy

1 დღიანი ტური დავით გარეჯში

  • ID: 2072
  • ნახვები: 18276
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

მარშრუტი: თბილისი-ნინოწმინდა-დავით გარეჯი- თბილისი

ტურის სახეობა: კულტურული, შემეცნებითი

ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე

ინფორმაცია მოსანახულებელი ობიექტების შესახებ: 

ნინოწმინდის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI ს-ის III მეოთხედში  აგებული წმ. ნინოს ტაძარი. გადმოცემის თანახმად წმ. ნინომ სწორედ ამ ადგილას დაისვენა და მის საპატივსაცემოდ აშენდა ეს ტაძარი.   იგი არაერთხელ გადაუკეთებიათ IX-XI, XIII-XIV, XVI საუკუნეებში. XX საუკუნის ბოლოს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ნინოწმინდაში აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ამჯამად აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი. 

შემდგომ მოვინახულებთ ნახევრად უდაბნოში მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთ თვალსაჩინო რელიგიურ -კულტურულ ცენტრს, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარეჯის კლდოვან მთებში.  სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური)  აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. კომპლექსი დღემდე ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.

აქ აგრეთე თქვენს თვალწინ გადაიშლება საოცრად ლამაზი პანორამული ხედები- მთისა და უდაბნოს სინთეზი. 

საქართველოს კულტურილი და ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით მიღებული შთაბეჭდილებების შემდგომ ვისადილებთ სურვილისამებრ- ბუნებაში ან გზად რომელიმე რესტორანში და გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით.

ტურის ღირებულება (18 ადამიანის შემთხვევაში) : 31 ლარი

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება
  • გიდის მომსახურება
  • ტურ-მენეჯერის მომსახურება
  • ფოტოგადაღება

ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • კვება

ტურის ღირებულება გიდის მომსახურების გარეშე: 23 ლარი

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00