ტური სამცხე-ჯავახეთში, ვარძია, რაბათის ციხე სიმაგრე, ხერთვისის ციხე, ივლის კვირა დღეს, !!
ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
✔ აღნიშნული ტურის მოკლე მიმოხილვა:
•✔• რაბათი - რაბათის ციხე მდებარეობს ქ. ახალციხეში, სწორედ აქედან მომდინარეობს კომპლექსის მეორე სახელი - ახალციხის ციხესიმაგრე, ს სამხრეთ ნაწილში, თურქეთის საზღვრიდან 17 კილომეტრის დაშორებით. რაბათის ციხე-სიმაგრე დაარსებულია IX საუკუნეში, 1578 წელს, როდესაც თურქებმა ქალაქი დაიპყრეს და მიუერთეს ის ოსმალეთის იპრერიას (დღევანდელი თურქეთი) რის შემდგომაც თურქებმა აშეენეს მეჩეთი და მედრესე. რაბთის სიხე 1829 წელს მნიშვნელოვნად დაზიანდა ქართულ, რუსულ და თურქულ ჯარებს შორის მიმდინარე ხელ ჩართუმა ბრძოლებმაა, სწორედ ამის შემდგომ რეგიონი რუსული გავლენის ქვეშ მოექცა, დროთა განმავლობაში ქართველებმა შეძლეს და ახალციხის ციხე-სიმაგრე უკან დაიბრუნეს.
•✔• ვარძია - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, XII-XII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ხოლო თვით ვარძია ასპინძიდან 30 კმ დაშორებული, მდ.მტკვრის მარცხენა ნაპირზე. რაც შეეხება ვარძიას მისი საერთო ფართობი 500 კვადრატული მეტრია, განლაგებულია 12 იარუსად და შედგება 600 ოთახისაგან. საოცარი სანახავია ვარძია რადგან მთელი ქალაქია შიგნით მოქცეული ქუჩებით, მოედნებით 15 ეკლესიით, რომლებიც უნიკალური ფრესკებითაა მოხატული, სამწუხაროდ მათი უმრავლესობა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენას.
✔ მგზავრობა კომფორტული სამარშრუტო ტაქტით;
✔ რაბათის ციხე-სიმაგრეში შესვლის საფასური (სტუდენტებისთვის);
✔ ფოტოვიდეო გადაღება (გადავიღებთ საერთო სურათს - სელფს);
✔ გამყოლის მომსახურეობა;
>>> ✔ აღნიშნულ თანხაში არ შედის: კვება, საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად ყველას ვისაც რა სურს (გარდა ალკოჰოლისა);
✔ მარშრუტის სიგრძე ჯამში 550კმ;
✔ დრო ტრანსპორტირებაში ჯამში 6სთ;
✔ ტურის სიმძლავრე: საშუალო;
✔ ფეხით სავალი მანძილი ჯამში 1კმ;
✔ ანგარიშის ნომერი;
* საბანკო კოდი: TBCBGE 22
* მიმღები: გიორგი ჩქარეული
✔ თითოეული თქვენგანის მიერ ჩარიცხული თანხიდან გადაერიცხება, სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებს ! ♥
✔ თანხას ვრიცხავთ ყვენალი აღნიშნულ ანგარიშის ნომერზე და გარკვევით ვუთითებთ თანხის ჩარიცხვიდ დროს თქვენს სახელს, გვარს, ტურის სახელწოდებას. (მაგ: გიორგი ჩქარეული, სამცხე-ჯავახეთის ტურის საფასური)
☺ კონტაქტი:
Gmail:
FB:
>{ დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ ზემოთ აღნიშნულ ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ ქსელში.
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.