national delicacy

ულამაზესი ჯავახეთი 4-5 ოქტომბერი

  • ID: 1898
  • ნახვები: 17665
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ მშვენიერ, ორდღიან სათავგადასავლო ტურს ჯავახეთში

შეხვედრის დრო და ადგილი: 4 ოქტომბერი, დილის 07.00 საათი, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ.

ფასი: 35 ლარი.

ფასში შედის: ტრანსპორტირება და აღჭურვილობა (კარავი, საძილე ტომარა და პარალონი)

სირთულე: მარტივი

სრული მარშრუტი:

დღე I : თბილისი - ფარავანის ტბა, საღამოს ტბა, ახალქალაქი, ახალქალაქის მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძარი, მაცხოვრის ტურინის სუდარის ასლი.. სოფელ კუმურდოდან სოფელ გოგაშენში.

დღე II: დილით ბანაკის აშლა და ვარძიისკენ დაშვება. ვარძიის დათვალიერება. ვარძიიდან გადავალთ ვანის ქვაბებისაკენ. ვანის ქვებების მონახულების შემდგომ გამოვეშურებით თბილისისკენ და მოვინახულებთ ხერთვისის ციხეს...თუ დრო დარჩა რაბათის ციხეც შეიძლება მოესწროს, მაგრამ არამგონია 

ფეხით გასავლელი მანძილი: ჯამში 14 კმ

პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისათვის:იჭერს ყველგან.

ამინდი:
შედგება ყველანაირ ამინდში!!! 

რა წავიღოთ? 
აუცილებლად: საძილე, პარალონი, კარავი, კომფორტული სალაშქრო ზურგჩანთა
ფანარი. მზის სათვალე. საძილე ტომარა და ქვეშსაგები ("პარალონი")
გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები.
ქუდი მზისგან თავდასაცავად. 
საწვიმარი წვიმისგან დასაცავად. 
ვისაც არ გაქვთ აღჭურვილობა ნუ დაბრკოლდებით, ფენიქსი უზრუნველყოფს ყველაფერს . თქვენ ოღონდ თქვით 

საკვები: ყველას თავისი მოაქვს, თუმცა ერთად შევექცევით 

გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! 
ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს.
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს.
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება ბანაკიდან და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
რეგისტრაციისთვის ჩაეწერეთ სიაში ან დაგვირეკეთ 593 22 57 20 , 555 94 20 01

ჩაწერის ბოლო დღე ხუთშაბათი.....

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი